ქართული ღვინის ბრენდი Amosa ახალი წლისთვის უკვე ტრადიციულად საახალწლო კამპანიას გვთავაზობს. პროექტის მიზანია, ქართული ღვინის ინდუსტრიის გახალისება, სტერეოტიპებთან ბრძოლა და ბაზარზე სიახლეების შემოტანა. კამპანიის ჭრილში Amosa საახალწლოდ იდეების კონკურსს აცხადებს. კონკურსის თემაა „ქართული ღვინო თანამედროვე სამყაროში“ საუკეთესო იდეის ავტორი 1000 ლარით დაჯილდოვდება და საშუალება მიეცემა, თავისი იდეის განვითარებაზე ამოსას გუნდთან ერთად იმუშაოს.
„ქართული ღვინო მსოფლიოში გამოირჩევა თავისი უნიკალურობითა და მრავალწლიანი ისტორიით, თუმცა საქართველოსთვის ღვინო უბრალო სასმელი არ არის, ჩვენთვის ღვინო ღირებულებაა, რომელზეც კულტურული ფასეულობები გვაქვს დაშენებული. ნებისმიერი ინდუსტრიის სიცოცხლისუნარიანობისთვის მიუხედავად იმისა, თუ რამდენ საუკუნეს ითვლის, აუცილებელია განვითარება. განვითარება ხშირად აქამდე წესად მიჩნეული ჩარჩოების გარღვევას ნიშნავს. ყველაზე დიდი გამოწვევა ამ დროს კი სწორედ ისაა, რომ შეინარჩუნო ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და გათავისუფლდე იმისგან, რაც დრომ უკვე გამოცადა და უკან მოიტოვა“, — ამბობს Amosa-ს დამფუძნებელი თამარ მარკოზაშვილი.
„საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებით უამრავი სტერეოტიპი არსებობს. რომ დავფიქრდეთ, ალბათ, ყველას გაგვახსენდება ისტორიები ოჯახიდან ან სამეგობროდან. მაგალითად, ჩემთან ოჯახში როცა სუფრას შლიდნენ, წითელ ღვინოს აუცილებლად ქალებს უსხამდნენ თეთრს კი კაცებს. მიიჩნეოდა, რომ ქალებს წითელი ღვინო უნდა ჰყვარებოდათ. კაცებისთვის რომ გეკითხათ, აუცილებლად იტყოდნენ, რომ წითელი ღვინო თავს ატკივებს და ამიტომ, მხოლოდ მცირე რაოდენობით უნდა დალიო. სინამდვილეში, ქალბატონებიც სიამოვნებით მიირთმევენ თეთრ ღვინოს. როზეც, რომელიც სტერეოტიპის მიხედვით ქალების საყვარელი ღვინოა ხშირად თეთრი ღვინის კატეგორიაში გადის. სწორი ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო თავს არ ატკივებს, თავს ის ღვინო ატკივებს, რომლის დაყენების დროსაც შაქრიანობის ბალანსი ვერ დაიცვეს, რაც ხშირად ხდება ხოლმე ოჯახში დაყენებული ღვინის შემთხვევაში.
კიდევ ერთი სტერეოტიპი ისაა, რომ თუ ღვინო ქვევრშია დაყენებული აუცილებლად კარგია. სინამდვილეში ქვევრით ღვინის დაყენების ტექნოლოგია ძალიან რთულია და განსაკუთრებულ ნიჭსა და ცოდნას გულისხმობს, რითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქვევრის ტექნოლოგია ყველა ღვინოს არ უხდება. იმისათვის, რომ კარგი ქვევრის ღვინო გამოგივიდეს ბევრი ელემენტის გათვალისწინებაა საჭირო.
სტერეოტიპები ადამიანის აზროვნების სტილია. სტერეოტიპებს უკვე არსებული გამოცდილებიდან ან ბუნებრივი დაშვებებიდან ვიძენთ. ყველა სტერეოტიპის უკან რაღაც თითქოსდა ლოგიკური ისტორია დგას, ზოგი სტერეოტიპი ხშირად მართალიც აღმოჩნდება ხოლმე, მაგრამ დიდწილად სტერეოტიპულ აზროვნება შეცდომებისკენ გვიბიძგებს, პერსპექტივას გვიზღუდავს და სიახლეების აღმოჩენაში გვიშლის ხელს.
რაც უფრო ძველი და ტრადიციულია ინდუსტრია, მით მეტი სტერეოტიპი არსებობს მის გარშემო. იგივე ხდება ქართულ ღვინოზეც. თუ არსებული წარმოდგენები არ „დავაჩელენჯეთ“, ძალიან გაგვიჭირდება სიახლის შემოტანა. სწორედ ამიტომ, 2023 წელსაც გადავწყვიტეთ, საახალწლო კამპანია სტერეოტიპებზე გაგვეკეთებინა. შარშან ჩვენმა გამოცხადებულმა კონკურსმა დიდი პოპულარობა დაიმსახურა და ძალიან საინტერესო ადამიანები გაგვაცნო. კონკურსში მონაწილეთა ნაწილი ჩვენი გუნდის წევრი გახდა და მათი იდეებით ვცდილობთ ქართული ღვინის ინდუსტრიაში სიახლეები შემოვიტანოთ. წელს გადავწყვიტეთ, რომ კონკურსის მასშტაბი გაგვეზარდა და გამარჯვებულისთვის ფულადი ჯილდოც დაგვეწესებინა. დიდი იმედი გვაქვს, ამ კონკურსის ფარგლებში ბევრ საინტერესო ადამიანს გავიცნობთ და განსხვავებულ ხედვებსაც მოვისმენთ“.
კონკურსსა და კამპანიაზე მეტი ინფორმაციის გასაგებად მიჰყევით ამოსას გვერდს:
https://www.instagram.com/amosa.wine/
https://www.facebook.com/amosa.georgian.wine
[პარტნიორის კონტენტი]