7
Dec
2018

პირბადე წყალქვეშ სუნთქვისთვის

7 Dec 2018

veon
veon


გინდათ ყვინთვისას წყალქვეშა სამყაროს ნაწილად გრძნობდეთ თავს? აკვალანგი ამის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, ის არ გვაძლევს იმაზე დიდი ხნით ყვინთვის საშუალებას, ვიდრე ჟანგბადის მარაგი გვეყოფა… რა მოხდება, თუ იარსებებს „ლაყუჩი“ ადამიანისთვის, იმისათვის, რომ მან ნამდვილი თევზივით იგრძნოს წყალში თავი.

იაპონელმა ქსოვილების მეცნიერმა და დიზაინერმა ჯუნ კამეიმ, 3D პრინტერის გამოყენებით სწორედ ასეთი „ლაყუჩი“ AMPHIBIO შექმნა. ეს არის ამფიბიური აქსესუარი, პირბადე, რომელიც ჟანგბადს წყლიდან გამოიმუშავებს.

მეცნიერის თქმით, 2100 წლისთვის, გლობალური დათბობისა და ზღვის დონის მატების პირობებში, ადამიანების დიდ ნაწილს მოუწევს წყალთან შეჩვევა. „დატბორილი სამყაროს“ შესახებ კამეის შეხედულების მიხედვით, ადამიანები ამფიბიების მანერებით იცხოვრებენ. მას წარმოუდგენია სამყარო, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ტურისტული მიზნით ყვინთვა, ანუ იმ წყალქვეშა ღირსშესანიშნაობების მონახულება, რომლებმაც, გლობალური დათბობის შედეგად, შესაძლოა, წყლით დაიფაროს.

წყლის ბინადრები, ერთ დროს, ხმელეთის ცხოველებად იქცნენ და იქნებ ლოგიკურიც კია, თუ მომავალი თევზად ყოფნის შესაძლებლობას გვიმზადებს.

AMPHIBIO შექმნილია სპეციალური, ფოროვანი ჰიდროფობიური ქსოვილისგან, რომელიც წყალქვეშ სუნთქვას უწყობს ხელს. ჟანგბადს გამოიმუშავებს იმ წყლიდან, რომელშიც ყვინთავთ, ნახშირორჟანგი კი გროვდება მის სისტემაში.

სამომავლო პერსპექტივაში, „ამფიბიო“ არის წყალქვეშ ადამიანის თავისუფალი სუნთქვის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე კი, მისი დიზაინი ისევ კონცეპტია და დახვეწის პროცესშია.

განხილვა