in

ტომი და თანდაყოლილი ღრუბელი

ჩრდილოეთ კორეა ყველაზე წვიმიან ადგილად ითვლება. იქ განთავსებული სოფლები საუკეთესო ადგილია საკუთარი ფეხსაცმლის გამძლეობის შესამოწმებლად.

Geox-მა თავისი პირველი რეკლამა-ექსპერიმენტი ჩრდილოეთ კორეაში ჩაატარა და დაამტკიცა, რომ ფეხსაცმელი Amphibiox  მართლაც წყალგამძლეა.

ამჯერად, Geox-მა ფეხსაცმლის ქალაქში შემოწმება გადაწყვიტა და მთელი კვირის მანძილზე ხელოვნური წვიმა მოიყვანა. რეკლამა, რომელიც სააგენტო SMFB-ს ეკუთვნის ბარსელონაში გადაიღეს. მთავარ გმირს, ტომის წყალგაუმტარი ფეხსაცმლები ჩააცვეს, მის თავზე ხელოვნური ღრუბელი დაკიდეს და მთელი კვირა წვიმაში ატარეს.

რა თქმა უნდა, რეკლამის სიუჟეტი ცოტა “შელამაზებულია”, მაგრამ  კადრები, სადაც მთელი ფოკუსი ფეხსაცმელზეა, რომელიც წყალს არ ატარებს რეალურია. ყოველ შემთხვევაში რეკლამის ავტორები ასეა ამბობენ.

სარეკლამო კამპანია უფრო წარმატებული, რომ გამხდარიყო საქმეში ინტერნეტიც ჩართეს. ყოველდღიურად ტომის ახალი თავგადასავალი ქვეყნდება, სადაც ის ისევ თავისი თანდაყოლილი ღრუბლით და Geox-ის ფეხსაცმლებით დადის.

ტომის დღიური

დღე პირველი

დღე მეორე

დღე მესამე

დღე მეოთხე

დღე მეხუთე

დღე მეექვსე

დღე მეშვიდე

კორიდა ვოლვოს წინააღმდეგ

მიიღეთ ლუდი არაფრის კეთებისთვის