Prime Video-მა Amplify-ის მიერ შექმნილი ანამორფული ბილბორდი გამოიყენა — იგი The Wheel of Time-ის 3D ილუზიით გადმოცემას ემსახურება. გასართობი კომპანიის ინიციატივა სერიალის პოპულარიზაციას ემსახურება, შესაბამისად, მასში სერიალის ვარსკვლავი, როზამუნდ პაიკი მონაწილეობს.
ამ ილუზიაში ეპიკურ ბრძოლას ვხედავთ “სინათლეს” — ქალთა ორგანიზაციის Aes Sedai-ს პაიკ მოირეინის პერსონაჟსა და “სიბნელეს” შორის. ვიდეო ისეა დამონტაჟებული, თითქოს მოქმედება ეკრანიდან ჩვენს სამყაროში გადმოდიოდეს.
საგულისხმოა, რომ ილუზია სხვადასხვა საკულტო ადგილებზე გამოჩნდება. მათ შორის ნიუ-იორკის Times Square-ზე და ტოკიოს Cross Shinjuku Vision-ზე.