25
Oct
2016

ამისთვის უკვე დიდი ხარ ! – კამპანია ასაკობრივი ბარიერის წინააღმდეგ

25 Oct 2016

Elit Electronics


ვანია 73 წლის ბრაზილიელი ქალბატონია, რომელსაც უყვარს მძიმე როკი და მთელი ტანი ტატუთი აქვს დაფარული. ეჯინეიჯი 53–ისაა და 31 წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ სხვა შეუყვარდა, უფრო კონკრეტულად, სხვა ქალი შეუყვარდა. კლაუდია 40 წლისაა და გადაწყვიტა პირველად გამხდარიყო დედა, თანაც მეუღლის გარეშე. მარიანა 27–საა და ქალიშვილია. ჟულია 11 წლის გოგონაა, რომელიც ისევ თოჯინებით თამაშობს. ეს ბრაზილიელი ქალბატონების ისტორიებია, რომლებზეც საზოგადოების კომენტარი, როგორც წესი, ასეთია: “ამისთვის უკვე დიდი ხარ”. კოსმეტიკურმა ბრენდმა Natura Chronos თავის ვიდეორგოლში ბრაზილიაში მცხოვრები ქალების პრობლემები ამ ადამიანების ისტორიებით წარმოგვიდგინა.

 

რაც უნდა გააკეთო, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღო, რა ასაკშიც უნდა იყო, საზოგადოება ყოველთვის კრიტიკული და უკმაყოფილო იქნება. არავინ უყურებს პირად სურვილს, ყველა ხედავს მხოლოდ ასაკს და იმ გავრცელებულ წესებს, რომლებიც წლოვანებას “შეეფერება”. სწორედ ამიტომ, ხალხისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება, თუ 37 წლის ქალი არჩეულ პროფესიაზე უარს მხოლოდ ცეკვის სიყვარულის გამო იტყვის. თუმცა, რეალურად ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ვიღაცამ დაადგინოს, რას რა ასაკი სჭირდება.

Natura Chronos–ის კამპანია #2old4this საზოგადოებაში ამ უაზრო შეხედულებების დამსხვრევას ემსახურება. ბრენდის მიზანია, დაეხმაროს ქალბატონებს სხვების მიერ დადგენილი ასაკობრივი ბარიერებისგან გათავისუფლებაში და მისცეს დამოუკიდებელლი არჩევანის საშუალება, ისე, რომ ამისთვის არ განიკითხონ. რეალურად, არასოდეს არის გვიან.  

განხილვა