in ,

1,5 მლნ კილოგრამი საღეჭი რეზინით შექმნილი ფეხსაცმელი! – სოციალური კამპანია

საღეჭი რეზინი – ფერადი, გემრიელი, ბევრისთვის საყვარელი, თუმცა გემოს გასვლის შემდეგ, ის ჩვეულებრივ ნაგვად იქცევა. სტატისტიკურად, მხოლოდ ნიდერლანდებში, მთელი წლის განმავლობაში, 1,5 მილიონი კილოგრამი საღეჭი რეზინი პირდაპირ ქუჩებში იყრება. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მის გახრწნას, სულ მცირე, 20-25 წელი სჭირდება. ამ პრობლემასთან საბრძოლველად Amsterdam Metropolitan Area-მ, ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Explicit-ის დახმარებით, საინტერესო კამპანია და განსხვავებული პროდუქტი შექმნა. ქუჩებიდან შეგროვებული საღეჭი რეზინის გადამუშავებით ნატურალური სპორტული ფეხსაცმელი შეიქმნა და გაყიდვაში მასიურად ჩაეშვა. სააგენტო Publicis-ის დახმარებით მომზადებული აქტივობა გარდა იმისა, რომ გარემოს დასუფთავების თვალსაზრისით იყო ეფექტური, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=82&v=f155BH2MErE

როგორ ეხმარებიან გავლენიანი ძაღლები მიუსაფარ ძაღლებს? – Pedigree-ის კამპანია

შიგთავსის ამსახველი შეფუთვა – ახალი ქართული პროდუქტი „კამპას ცივი ჩაი“ ბაზარზე მალე გამოჩნდება