in ,

ამსტერდამის ახალი აიდენტიკა და ლოგო

სანამ ადამიანი/მომხმარებელი ახალს შეეგუება, რაღაც დოზით პროტესტის გრძნობა აქვს. სანამ მიიღებს იმას, რაც არ მოსწონს ან სანამ გაიაზრებს ნამუშევრის არსს ძველის “ნოსტალგია” აწუხებს.

რებრენდინგი ყოველთვის ამ პრობლემის წინაშე დგას, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც არ მოსწონს და ძველის დაბრუნება სურს, მაგრამ ის, რაც ამსტერდამის რებრენდინგს გადახდა უბრალოდ არმოწონება და პროტესტი არაა.

ამსტერდამის ახალი აიდენტიკა და ლოგო სკანდალის მიზეზი გახდა. პროექტის ღირებულება ჯამში 100.000 ევრო დაჯდა და მედია ხელისუფლებას ფულის უმიზნოდ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ვიზუალს ერთდროულად ორი  სააგენტო Edenspiekermann და Thonik აკეთებდა. სააგენტოებს ნამუშევრის დაცვა მოუწიათ და ახსნა იმის, რომ პროექტი მხოლოდ ლოგოს შემუშავება არ იყო. მათ მთლიანი აიდენტიკა გააკეთეს და ის ამსტერდამის ყველა რაიონს მოარგეს.

ამსტერდამის სიმბოლო რომ სამი X X X-ია ბევრმა იცის, მაგრამ ცოტა თუ არის ინფორმირებული, რომ ეს სამი ჯვარი წმინდა ანდრეას ჯვრებია.

შეაფასეთ…

მთავარია შიგთავსი – Intel inside

სილქნეტმა მედლის და კავკასუსის მეორე მხარე დაგვანახა