in

IBM სარეკლამო ინდუსტრიაში მიკერძოების აღმოფხვრას ცდილობს — ახალი AI ტექნოლოგია

ინდუსტრიის გიგანტების კოალიცია, მათ შორის WPP, Delta Airlines, 4A’s, Kellogg და Mindshare, ციფრული მარკეტინგის მიკერძოების წინააღმდეგ ბრძოლაში IBM-ს შეუერთდნენ. ათწლეულზე მეტი ხნის წინ, პროგრამული უზრუნველყოფის რევოლუციის შემდეგ, ბრენდები ალგორითმებს იმის დასადგენად იყენებდნენ, თუ რომელ დემოგრაფიულ მონაცემებს უნდა მიმართონ და როგორ მოახდინოთ აუდიტორიის სეგმენტირება თავიანთ კამპანიებში. თუმცა ისინი შორს არიან სრულყოფილებისგან.

რეალურად, ამ ალგორითმებმა შექმნა სამყარო, რომელშიც ქალები ჭურჭლის სარეცხი მანქანის, ხოლო მამაკაცები ავტომწარმოებლების რეკლამაში მამაკაცები ჩნდებიან. მიკერძოება ხშირად ადამიანის ვარაუდების გაუთვალისწინებელი შედეგია, მაგრამ რეალური საფრთხე მდგომარეობს ტექნოლოგიის უნარში, აღიქვას და გააფართოოს ეს მიკერძოება. ეს კი კომპანიებს აუდიტორიასთან აშორებს…

ახლა კი IBM-მა სარეკლამო რგოლის ზოგიერთი ძირითადი მოთამაშე დაიხმარა, რათა თავისი ღია კოდის ინსტრუმენტი გამოეყენებინა, რეკლამის ტექნოლოგიის მიკერძოების იდენტიფიცირებისა და შემცირების მიზნით. „მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო მიკერძოების რისკი ყველასათვის ცნობილია, ეს ორგანიზაციები პირველები იქნებიან ინდუსტრიაში, ვინც გარკვეულ ზომებს მიიღებს“, — განაცხადა ბობ ლორდმა, IBM-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.

აი, როგორ მუშაობს ეს: ინსტრუმენტთა ნაკრები იყენებს 75 „სამართლიანობის“ მეტრიკას და 13 თანამედროვე ალგორითმს, რათა ცალკეულ მონაცემთა ნაკრებებში ცალსახა იდენტიფიცირება გახდეს შესაძლებელი. 

IBM-მა განაცხადა, რომ ორგანიზაციებს, რომლებიც ინსტრუმენტთა ნაკრებს იყენებენ, შეუძლიათ, უკეთ გაიგონ მიკერძოების არსებობა და მისი გავლენა სარეკლამო კამპანიებში. კომპანია სხვა სარეკლამო გიგანტებს სთხოვს, პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენონ და მონაცემთა მიკერძოება აირიდონ თავიდან.

„ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს მიკერძოება, რადგან საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის კარგი. მიკერძოებულობის შემთხვევაში ხელიდან ვუშვებთ კომერციულ შესაძლებლობებს, რაც ძალიან ცუდია“, — აღნიშნავს WPP-ის ხელმძღვანელი მარკ რედი.

IBM-მა უკვე ჩაატარა ამ ინსტრუმენტის შიდა ტესტირება. ამასთან, Mindshare-მა მიკერძოების საწინააღმდეგო პროდუქტი სამომხმარებლო შეფუთული საქონლის (CPG) კომპანიაში გამოცადა. ეს უკანასკნელი ქალებისთვის განკუთვნილ ონლაინ რეკლამებზე იყო ფოკუსირებული, რადგან სწორედ ისინი იყვნენ ყველაზე ხშირი მყიდველები. თუმცა სისტემის გამოყენებამ ცხადყო, რომ შეიძლება, ექვსჯერ გაიზარდოს მამრობითი სქესის მომხმარებლების ჩართულობა, არაპროპორციული ზემოქმედების თვალსაზრისით.

ასევე, Delta-ს ბრენდ მარკეტინგის მმართველმა დირექტორმა ემაკაიტ იანგმა აღნიშნა, რომ სარეკლამო ინდუსტრია დიდი ხანია ფოკუსირებულია ინკლუზიურ პრეზენტაციაზე. IBM-ის ტექნოლოგია კი მარკეტერებს საშუალებას მისცემს, დიდი ნაბიჯი გადადგან ამ მიმართულებით. „ზუსტად არ ვიცით, სად არის ამჟამად მიკერძოება ჩვენს მონაცემთა კომპლექტებში და იმედი გვაქვს, ეს ინსტრუმენტი ამის გარკვევაში დაგვეხმარება“. 

Myparts.ge განახლებული ვებგვერდი ყიდვა-გაყიდვის მეტი სიმარტვისითვის

KFC-ის საპილოტე შეფუთვა მცენარეების სასუქად გარდაიქმნება