ალბათ, კვლევების განხილვის გარეშეც ყველამ კარგად ვიცით, რამდენად დადებითი გავლენა აქვს ბუნებაში დროის გატარებას ჩვენს ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ტყეში უბრალო გასეირნებაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს და ჩვენს გონებას ბუნდოვანი აზრებისგან წმენდს.
იაპონიაში, როგორც ბუნებასთან ერთ-ერთ ყველაზე ახლოს და ჰარმოანიაში მყოფ ქვეყანაში, “ტყის აბაზანების” (Shinrin-yoku) ცნებაც კი არსებობს. სახელწოდება მეტაფორული წარმოშობისაა და გულისხმობს ტყის ატმოსფეროს ადამიანის ხუთივე შეგრძნებით განცდას.
ტყის მშვენიერების დათვალიერება და მისი ხმების სმენა დაუვიწყარ სენსორულ თავგადასავალს წარმოადგენს. საინტერესოა ტყის ჟღერადობა, როგორც ბუნების ხმების სინთეზი… მართალია, ყოველდღიური რიტმისგან გამომდინარე, ხშირად არ გვეძლევა ბუნებაში გასვლის შესაძლებლობა, თუმცა ამ დანაკლისის შევსება სხვადასხვა საშუალებებით არის შესაძლებელი. მაგალითად, Tree.fm-ის წყალობით შეგვიძლია, სახლიდან გაუსვლელად მოვუსმინოთ ბუნების დამამშვიდებელ ხმებს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებმა დაიწყეს ტყის ხმების შეგროვება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება, რათა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ სტრესული გარემო. “მთელ მსოფლიოში ადამიანები ტყეების ხმებს აფიქსირებდნენ, ასე რომ თქვენ ბუნებაში გაქცევა ნებისმიერ წუთს შეგიძლიათ. გამოიყენეთ ეს საიტი მედიტაციისთვის ან ციფრული ტყის აბაზანების მისაღებად.” – ამბობენ პლატფორმის შემქმნელები.
ღია წყაროს ხმოვან ბიბლიოთეკაში ატვრითული ტყის ხმები საკმაოდ ადვილად გამოსაყენებელია – თქვენ უბრალოდ ირჩევთ ტყეს, რომელში “გასეირნებაც” გსურთ.
ასევე, Tree.fm თანამშრომლობს საძიებო სისტემა Ecosia-სთან, რომელიც თავისი მოგების არანაკლებ 80%-ს შესწირავს ტყეების განაშენიანებაზე ორიენტირებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს. “რატომ არ უნდა დავეხმაროთ გაზრდაში იმას, რაც სიცოცხლეს გვინარჩუნებს?” – წერს Tree.fm. უბრალოდ დააკლიკეთ ღილაკს “დარგე ხე” და მიუთითეთ, რატომ გსურთ ამის გაკეთება…