in

ოპტიკური ილუზიით შექმნილი წიგნის მაღაზია ჩინეთში

ცოტა ხნის წინ ჩინეთში FAB Cinema-სა და Zhongshuge-ის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა ინოვაციური კინემატოგრაფიული გამოცდილების მქონე სივრცე, რომელიც სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე ოთახს აერთიანებს. ჯვარედინი ბრენდის სივრცის დიზაინი არ არის მხოლოდ ორი ბრენდის მახასიათებლების ერთმანეთში შერწყმა. დიზაინერმა ორივე ბრენდის კულტურული ასპექტები ორგანულად შეაერთა, წიგნის მაღაზიის ჰუმანური სენტიმენტები გამოიყენა გასართობი სივრცის ბრენდის ღირებულების ასამაღლებლად, ამავე დროს, მაქსიმალურად აამაღლა ორივე სივრცის სოციალური მახასიათებელი, რათა მომხმარებელმა განსხვავებული გამოცდილება მიიღოს ამ სივრცეებში.

მეხუთე სართულზე განთავსებულია კინოთეატრის ბილეთების ოფისი, ასევე ჟონგშუგის სამკითხველო დარბაზი. ლექციების დარბაზში წიგნების თაროებს აქვთ დაღმავალი დიზაინი და ისინი ქმნიან მთის აბსტრაქტულ ფორმას. აქ შესაძლებლობა იქმნება, რომ კინოჩვენებები გაიმართოს. აქვე არის კაფეც, რომელიც სოციალური ინტერაქციისთვის ერთგვარი კუთხეა. ბავშვთა სივრცეში დიზაინერმა გამოიყენა ფილმთან დაკავშირებული ელემენტები, როგორიცაა პროექტორი და ვიდეო ჩამწერი, რათა მხიარული პატარა სამყარო შეექმნა.

 

366 ფერი და პიროვნული თვისებები, რომლებიც თითოეულ თარიღს შეესაბამება

საძილე ტომარა, პალტო და ბალიში ერთ პროდუქტში