სადღესასწაულო სეზონი თუ ოჯახების შეკრებების დროა, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც არ უნდა დაგვავიწყდეს — აეროპორტში დახვედრისა და სახლამდე მისასვლელი გზა, ის თუ ვინ გვაკითხავს და ვის მივყავართ გზაზე, რომელთანაც უამრავი მოგონება გვაკავშირებს…
ფილმის მოქმედება გარეუბანში ვითარდება და სწორედ ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობაზე უსვამს ხაზს დღესასწაულების დროს. ახალგაზრდა ქალს გვაცნობენ, რომელიც მამასთან ბრუნდება, გზად კი ყოველი დეტალი უამრავ ამბავს ახსენებს ბავშვობიდან, თამაშებით დაწყებული და ჩხუბებით დამთავრებული — „იდეა ემოციური მოგზაურობის ჩვენება იყო. ნოსტალგიური ოჯახური ამბის სადღესასწაულო კონტექსტში, რომელსაც ფონად ჯეიმს ბლეიკის სიმღერა მისდევს“.
კამპანიაზე Mother-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.











