შაბათს, 14 ნოემბერს , 18:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ იმართება ედუარდ ოგანესიანის ფილმ ‘ანა-ბანას“ დახურული ჩვენება. ფილმი პირველად ნაჩვენები იყო 2012 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
გადაღებები მიმდინარეობდა 2011 წელს, საქართველოში. ფილმის ქართულ მხარეს წარმოადგენს ABK COMMUNICATION.
ფილმში 12 მთავარი გმირია – კოტე თოლორდავა, დავით დარჩია, გია ბურჯანაძე, ბიძინა მახარაძე და სხვები. ეს იყო კოტე თოლორდავას პირველი სრულ მეტრაჟიანი ფილმი.
პრემიერაზე მოწვეული სტუმრები იქნებიან ABK COMMUNICATION-ის პარტნიორი კომპანიები გადამღემი ჯგუფი და კოტეს ოჯახის წევრები.