in

ანა დოლიძე – #პირველისამსახური

პირველი სამსახური 18 წლისამ დავიწყე, როდესაც ამერიკიდან დავბრუნდი, სადაც სასწავლებლად ვიყავი წასული. ვაკანსიას ჩვეულებრივი საჯარო განცხადების საშუალებით წავაწყდი, კომპანია ეძებდა ადამიანს, რომელსაც წიგნებიც ეყვარებოდა და ინგლისურიც ეცოდინებოდა. ასე მოვხვდი “პროსპეროს წიგნებში”, სადაც გამყიდველად დავიწყე მუშაობა. ამის შემდეგ იყო მეორადი ტანსაცმელების მაღაზია, სადაც ასევე გაყიდვებთან მქონდა შეხება. პირველი დაბრკოლება, რაც მახსენდება, იყო სარეკლამო ბროშურების დარიგება ქუჩაში, ამის კეთება ძალიან მეუხერხულებოდა ხოლმე და ძალიან განვიცდიდი, თუ ვინმე არ გამომართმევდა ბარათს, ამიტომ ყოველთვის ვართმევ ბროშურას, თუ ვხედავ, რომ ვინმე არიგებს ქუჩაში. საერთო ჯამში, ეს გამოცდილება დამეხმარა კომუნიკაციური უნარების გამომუშავებაში. ყოველდღიურად მქონდა შეხება სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებთან, ამან უკეთ გამაცნო ადამიანები, დამეხმარა შინაგანი ბარიერების გადალახვაში და დღეს ეს უნარები ძალიან მეხმარება ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან ურთიერთობაში. ანა დოლიძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

Big Mac – ერთადერთი ბურგერი, რომელიც ყველას უნდა – McDonald’s-ის ახალი კამპანია

ყველაზე სექსუალური დამლაგებელი – Mr. Clean–ის ვიდეორგოლი სუპერ–ბოულისთვის