in

“სხვა ორბიტაზე გადასული ქალაქი” – ანა ძაგანიას ფოტორეპორტაჟი

ერთ დღესაც სამყარომ სხვა რეალობაში გაიღვიძა. ადრე მსგავს რამეს ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში თუ ვნახავდით, ახლა კი ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება და ეს სამწუხაროდ კინო არ არის.

სხვადახვა ქვეყანაში დაცარიელებული მაღაზიების, კაფე-ბარების, მეტროსადგურების, ქუჩებისა, თუ ქალაქების მთავარი მოედნების კადრებს ყოველწუთიერად ვაწყდებით სოციალურ ქსელში, საინფორმაციო გამოცემებში, ტელეგადაცემებში… შედეგები ძალიან მძიმეა, ვირუსის დასასრული კი – ბუნდოვანი. ამ ყველაფრის მიუხედავად, პოზიტიური ცვლილებებიც სახეზეა (თუ შეიძლება, ასე ითქვას): რუტინულ ცხოვრებაში ჩართულ კაცობრიობას ხშირად ავიწყდება თანადგომა, დღეს კი, სოლიდარობა მეტად თვალსაჩინოა! ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა! იქნებ ამან გვაპოვნინოს გასაღები, ვინ იცის?!…

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე 1 კვირა სახლიდან არ გავსულვარ, ეს კი ჩემთვის ძალიან განსხვავებული და არაკომფორტული მდგომარეობაა.

ავიღე კამერა, გავედი ქუჩაში. დამხვდა უცნაური, განსხვავებული, სხვა ორბიტაზე გადასული ქალაქი.

სპეცტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი, რომელიც პოლიციის დახმარებით დაუმორჩილებელი მოქალაქის გადაყვანას ცდილობდა საკარანტინო სივრცეში.

დაკეტილი კაფე-ბარები და დაცარიელებული ტურისტების თავშეყრის ადგილები.

სავაჭრო ცენტრების დახურვამდე ერთი დღით ადრე.

უკომენტაროდ.

მეტროპოლიტენში.

უკომენტაროდ.

ბრენდები პანდემიის ჟამს – აღარ დაბრუნდეთ უკან – შოთა ჩინჩალაძის #აზრები

ქართულმა სააგენტოებმა თვითიზოლაციის წასახალისებლად, პოსტერები შექმნეს. გამარჯვებული ცნობილია!