in

ანა იორამაშვილი „მეიჯერელის“ ევროპის Senior Account Manager გახდა

„მეიჯერელის“ თბილისის ოფისში 2016 წლიდან მუშაობს და საქართველოში კომპანიის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელია 

ანა იორამაშვილი „მეიჯერელის“ გლობალურ გუნდს შეუერთდა – ის, ევროპის ქვეყნებში, E-commerce მიმართულების ყველა ოპერაციული ერთეულის უფროსი ექაუნთ მენეჯერი (Senior Account Manager) გახდა. მისი აზრით, პანდემიის გამო არსებული გამოწვევების მიუხედავად, გუნდმა წინსვლა რომ განაგრძოს, ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულად სწორი განვითარება, ინოვაციურობა და კრეატიულობა. 

ანამ „მეიჯერელ საქართველოში“ მუშაობა 2016 წელს, ექაუნთ დირექტორის ასისტენტად დაიწყო და თბილისის ოფისში, E-Commerce პროექტის გუნდზე იყო პასუხისმგებელი. ის, ერთ-ერთია იმ პირველი 4 თანამშრომლიდან, ვინც 5 წლის წინ, „მეიჯერელის“ ადგილობრივ წარმომადგენლობაში დაიწყო მუშაობა. 2018 წელს ჯუნიორ (უმცროსი) ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე გადავიდა და თბილისის E-Commerce ოპერაციებთან ერთად, კლიენტის გერმანიის ოპერაციული ერთეულის ექაუნთ მენეჯმენტიც ჩაიბარა. 2019 წელს კი, გერმანიის ოპერაციული ერთეულის ზრდასთან და ახალი ოფისების მატებასთან ერთად (ქუთაისი, ერევანი, ალექსანდრია), ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე გადავიდა.

2021 წლის 1 მარტიდან დავიკავე სინიორ (უფროსი) ექაუნთ მენეჯერის პოზიცია და პასუხისმგებელი ვარ ყველა ევროპული Retail ოპერაციული ერთეულის ექაუნთ მენეჯმენტზე, E-Commerce პროექტის ფარგლებში. „მეიჯერელი“ არის კომპანია, რომელიც საქართველოდან ემსახურება გლობალურ, დიდ კორპორაციებს და სთავაზობს კლიენტთა მომსახურების სერვისის „აუთსორსინგს“. მე პასუხისმგებელი ვარ ელექტრონული კომერციის, საცალო გაყიდვების პროექტზე. ჩვენი კლიენტი, მსოფლიო ბაზარზე, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში ოპერირებს და წამყვან როლს ინარჩუნებს. ამ პროექტში, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ათასი თანამშრომელი გვყავს და 6 ოპერაციულ ერთეულს ვემსახურებით. ელექტრონული კომერციის მენეჯმენტის გუნდი, დღეს, 6 ექაუნთ მენეჯერს აერთიანებს. თითოეული მათგანი, პასუხისმგებელია ელექტრონული კომერციის, კლიენტის ერთ ოპერაციულ ერთეულზე, ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, კლიენტთან აწარმოებს ყველა ტიპის კომუნიკაციას. ასევე, უზრუნველყოფს, ოპერაციების გუნდთან ერთად, სტრატეგიულ დაგეგმვას, ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს, კლიენტის მოთხოვნაზე მორგებული, ახალი „აუთსორსინგ“ პროდუქტების იდენტიფიცირებას, შექმნას და კლიენტისთვის შეთავაზებას“, – ამბობს ანა.

მისი აზრით, მისი წარმატება, იმ შრომის დაფასებაა, რასაც გუნდთან ერთად,  ყოველდღიურად დებდა, საერთო მიზნისთვის. 2016 წელს, 16 თანამშრომლით დაწყებული საქმე, დღეს, 2000 კაციან კომპანიად იქცა. ამბობს, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა გუნდის თითოეული წევრის ჩართულობისა და მონდომების გარეშე.

რასაც „მეიჯერელში“ ვეძებთ, არის ნიჭი და შრომისმოყვარეობა. სწორედ ამის მიხედვით ფასდება ყველა თანამშრომელი. ჩემი და სხვა ქართველი კოლეგების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ჩვენს კომპანიაში წინსვლის ზღვარი არ გადის ლოკალურ პოზიციებზე, არამედ იძლევა საერთაშორისო ასპარეზზე კარიერული განვითარების შესაძლებლობასაც. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს – ეს მოიცავს გუნდის სტრატეგიულად სწორ განვითარებას, ინოვაციურობის, მოქნილობის და კრეატიულობის ზრდას განსაკუთრებით პანდემიის დროს, რომ გამოწვევების მიუხედავად, წინსვლა განვაგრძოთ. ჩემთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის წევრების ინდივიდუალური მხარდაჭერა, ახალი ნიჭის აღმოჩენა, წინ წამოწევა და განვითარება, სწორედ ისე, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში, წლების განმავლობაში ხდებოდა“.

 

[R]

საგანმანათლებლო სივრცის 25 წლიანი ბრენდი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

Nike “სატანის ბოტასების” მწარმოებელ კომპანიას უჩივის!