IT აკადემია STEP-ში საღამოს საქმიანი შეხვედრების სერია, Night Talk, გრძელდება. ამჯერად, შეხვედრის სტუმარი იყო მარკეტინგის კონსულტანტი ანა ქარჩავა, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება “ნატახტარის” ცნობილი ბრენდების განვითარებას მოიცავს. შეხვედრა დაეთმო მარკეტინგის რადიკალურ ცვლილებებს ბოლო წლების განმავლობაში და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ქართული ბიზნესი დგას.
Night Talk-ის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს, თუ რა არის ის მთავარი უნარი, რომელიც დღეს მარკეტერს სჭირდება იმისთვის, რომ აქტუალური და წარმატებული იყოს. ანამ ისაუბრა საკუთარ პროფესიულ პორტფოლიოზე და გამოარჩია პროექტები, რომლებმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კამპანიის „მერე რა, რომ ზამთარია“ განხილვამ. ამ პროექტით, რომელიც ლუდის, როგორც საზაფხულო სასმლის, სტერეოტიპის შეცვლას ისახავდა მიზნად, ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად რთული და ამავდროულად საინტერესოა მომხმარებლის ქცევის შეცვლაზე მუშაობა.

ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა გლობალურ მარკეტინგულ ტრენდებზე და მათ გავლენაზე ქართულ ბაზარზე. ანამ ისაუბრა იმ უნიკალურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც ლოკალური რეალობა ქმნის. ასევე, განიხილეს პროექტები, როგორიცაა „ვეფხისტყაოსნის“ სერია, რომელიც გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ლიმიტირებული პროდუქტი ღრმა შინაარსის მატარებელი გახდეს და ამით ბრენდის ღირებულება გაზარდოს.
შეხვედრაზე დაისვა კითხვები AI-ს ეპოქაში ბრენდის გადარჩენის სტრატეგიებზე: რა არის უფრო მნიშვნელოვანი – დიდი სარეკლამო ბიუჯეტი თუ ძლიერი ორგანული Community? ასევე, იმსჯელეს ინფლუენსერ მარკეტინგის როლზე და იმ გავრცელებულ შეცდომებზე, რასაც მარკეტერები Paid და Organic მედიის კომბინირებისას უშვებენ.

Night Talk-ზე სტუმარს, საჩუქრად გადაეცა ტყავის არტიზანული აქსესუარების ქართული ბრენდის, CREADORA-ს უნიკალური ჩანთა და ბიზნესის მომმარაგებელი კომპანია “ყოჩაღების” 400 ლარიანი ვაუჩერი.
Night Talk-ისა და ამ კომპანიების მეგობრობა, კიდევ უფრო აძლიერებს ბიზნესისა და განათლების სფეროს თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.
IT აკადემია STEP აგრძელებს Night Talk-ის ფორმატის ფარგლებში პროფესიულ შეხვედრებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას შეხვდნენ სფეროს ლიდერებს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და ჩაერთონ ქვეყნის ტექნოლოგიური მომავლის ფორმირებაში.
[R]















