in

ანა ქასრაშვილი World Soundtrack Awards-ზე ახალგაზრდა კომპოზიტორების საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში მოხვდა

ქართველი კომპოზიტორი, ანა ქასრაშვილი საერთაშორისო კონკურსის World Soundtrack Awards-ზეა ნომინირებული. კერძოდ კი, ის კონკურსის ცხრა კატეგორიიდან ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილ საუკეთესო, ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაშია. აღსანიშნავია, რომ ანასთან ერთად კონკურსის სხვა კატეგორიის ერთ-ერთი ნომინანტი “ჯოკერის” ოსკაროსანი კომპოზიტორი – ჰილდურ გუდნადოტირიცაა.

კონკურსის დაჯილდოება 24 ოქტომბერს, ბელგიაში, გენტში გაიმართება, რომელსაც ქართველი ახალგაზრდა კომპოზიტორიც დაესწრება.

World Soundtrack Awards საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოა, რომელიც 2001 წელს ფილმის საუნდტრეკების და მათი კომპოზიტორების დასაფასებლად შეიქმნა. წელს ეს კონკურსი უკვე მეოცედ ტარდება. თუკი გსურთ, 24 ოქტომბერს კონკურსს თვალი ადევნოთ, დარეგისტრირდით მოცემულ ბმულზე. 

“თუ ოდესმე სატენდერო სერვისს შევქმნიდით, მხოლოდ ერთად!” – ამბავი BID4U-ზე

მარიამ ბეჟაშვილი Google-ის მიუნხენის ოფისის გუნდს შეუერთდა