6
დეკ
2017

ანა კოშაძემ „უნიქარდიდან“ „ნიკორაში“ გადაინაცვლა! PR მენეჯერის ახალი გამოწვევები

6 დეკ 2017

ანა კოშაძემ „უნიქარდთან“ 7 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ „ნიკორაში“ გადაინაცვლა იმავე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. რა გახდა სამსახურის შეცვლის მოტივაცია, რა სპეციფიკა აქვს ახალ, დიდ კომპანიაში საქმიანობას და „უნიქარდში“ მიღებული გამოცდილებებიდან ყველაზე მეტად რა გამოადგება ამჟამინდელ საქმიანობაში, ამას ანა კოშაძესთან ინეტრვიუდან შეიტყობთ: 

BOG PLUS

ფოტოკრედიტი: ოთო გორდელაძე

M: რა გახდა სამსახურის შეცვლის მიზეზი? რატომ აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო „ნიკორასთან“ თანამშრომლობა?
პრინციპში, უკვე შეგრძნება მქონდა, რომ „უნიქარდში“ ჩემი რესურსი ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კომპანია მრავალფეროვანია თავისი სპეციფიკით და ყოველთვის იყო სიახლე მუშაობის პროცესში, რაღაც მომენტში უკვე მივხვდი, რომ შეცვლის დროა. „უნიქარდი“ ჩემთვის, ფაქტობრივად, ოჯახი იყო და მინდოდა, გამერღვია კომფორტის ზონა. ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა ასეთი კარგი ფრაზა, რომელსაც სულ ვიმეორებ ხოლმე: „სამსახურში ჩუსტებით სიარულს რომ იწყებ, ესე იგი, დროა შეცვალოო“. ანუ, უკვე შეგრძნება მქონდა, რომ მე ვიყავი სახლში, ეს ადამიანები კი გახდნენ ჩემი ოჯახის წევრები. სწორედ ეს გახდა ჩემი სამსახურის შეცვლის მიზეზი. ცოტა დიდი ხნით ადრე წამოვედი და დაახლოებით, 3- თვის განმავლობაში ვიყავი მხოლოდ „უნიქარდის“ სპიკერი. ერთგვარად, დასვენებისა და ფიქრის პერიოდი მქონდა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა საკუთარი თავისთვის. მერე უცბად გამოჩნდა „ნიკორა“, ქართული ბიზნესი, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის იმ მხრივ, რომ ძალიან დიდია, 4000 თანამშორმელი ჰყავს, ბაზარზე ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს და დავთანხმდი მათ წინადადებას.

M: რა კომპეტენციებს მოიცავს თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა და რამდენად განსხვავებულია მუშაობის სპეციფიკა?
ვარ „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თუმცა წარმოების კუთხით უფრო მეტად ვარ ჩართული, ასევე, სპიკერის როლსაც ითვალისწინებს ჩემი პოზიცია. ჩემი რესურსი, უფრო მეტად, მიმართულია ნიკორას ხორცპროდუქტებისა და მისი შვილობილი კომპანიების განვითარებაზე. რა თქმა უნდა, აქ განსხვავებულია მუშაობის სპეციფიკა, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სხვადასხვა მიმართულებით, ბევრი დეპარტამენტია და ჩემთვის ეს ახალი, თუმცა საინტერესო გამოწვევაა. უკვე პატარ-პატარა ახალი გამოცდილებები მივიღე და დიდი იმედი მაქვს, რაღაცები გარედან, მომხმარებლისთვისაც შეიცვლება, როგორი იყო ნიკორა და როგორი იქნება მომავალში.

ფოტოკრედიტი: ოთო გორდელაძე

M: რა გამოცდილება მოგცათ უნიქარდმა?
„უნიქარდმა“ მომცა ერთდროულად განსხვავებული მიმართულებებით ფიქრისა და მუშაობის შესაძლებლობა. თუნდაც, ის მომენტი, რომ შეიძლებოდა, გვქონოდა ღონისძიება ბავშვებისთვის, მაგალითად, სათამაშოების მაღაზიასთან ერთად და პარალელურად, დაგვეგეგმა საწვავის სფეროში, აბსოლუტურად, განსხვავებული აქტივობა. იმდენად მრავალმხრივი და მრავალფუნქციური იყო ეს საქმე, რომ დღეს მე შემიძლია ერთდროულად ვაკეთო სხვადასხვა ტიპის საქმე ხარისხიანად.

განხილვა