in

ანა კოშაძე Unicard-ის პიარ მენეჯერი

 

მარკეტერი ახალი პროექტს “People” იწყებს. პროექტის ფარგლებში ჩვენ ბიზნესსფეროში მოღვაწე პროფესიონალებს საკუთარ ოფისში ვსტუმრობთ. ფოტორეპორტაჟის პარალელურად უკეთ გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან იმ ყველაფერს რასაც ყოველდღე ხედავთ, ყიდულობთ, იყენებთ და ა.შ

პროექტის ფარგლებში მარკეტერი პირველად ანა კოშაძეს, კომპანია უნიქარდის პიარ მენეჯერს ესტუმრა.

ანას ყველა მოდელობიდან ვიცნობთ, მეც გამიკვირდა, რომ უნიქარდში ანასთან მივდიოდი, როგორც ჩანს ის ამ საქმიანობას თავს წარმატებით ართმევს, განათლება  კი სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების განხრით მიიღო. მისი მაგიდა საკმაოდ მოწესრიგებული დამხვდა, როგორც შემდეგ მითხრა დაულაგებია…

ანას მაგიდაზე აუცილებლად დევს ბლოკნოტი კომპიუტერი მობილური და წყალი. კომპიუტერში რათქმაუნდა unicard-ის საიტია გახსნილი. როგორც აღნიშნავს ამ პროფესიაში მან საკუთარი თავი იპოვა და კომპანიის წარმატება  არა მარტო მისი მთელი გუნდის დამსახურებაა.

მარკეტერი დაინტერესდა თუ რომელ მობილურ ტელეფონია პოპულარული ბიზნეს სექტორში, ამ მიზნით ანასაც ვკითხეთ, იგი iPhone-ის მომხმარებელია, ამბობს რომ  აჩუქეს, მანამდე მისთვის მნიშვნელობა არ ქონდა მობილურს, მაგრამ iPhone -ის შეცვლას არ აპირებს “იმიტომ რომ ძალიან პრაქტიკულია”.

გოგი, Keep calm and carry on!

ბრედ პიტი და შანელის ახალი რეკლამა