in

საქართველოს ბანკის CSR მიმართულებას ანა ლომთაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. CSR-ს ამიერიდან ანა ლომთაძე ჩაუდგება სათავეში.

ანა ლომთაძეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო პროექტებში. უმაღლესი განათლება ჰარვარდისა და University College London-ში მიიღო. ახალ პოზიციამდე, ანა ლომთაძე USAID EWMI-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამას ხელმძღვანელობდა. მანამდე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი იყო. უფრო ადრე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტებს უძღვებოდა. პროექტების მენეჯმენტის კუთხით, თანამშრომლობდა UNDP-სთან, ევროკომისიასთან, აშშ-ის საელჩოსთან, British Council-თან და სხვა ორგანიზაციებთან.

ანა ლომთაძე: „მიხარია, რომ შევუერთდი საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არაჩვეულებრივ გუნდს, რომელმაც უკვე 100,000-ზე მეტ ახალგაზრდას შეუქმნა შესაძლებლობა, მიეღო მაღალი ხარისხის განათლება 35-ზე მეტი განხორციელებული პროექტით (იდეათეკების პროექტი, ჩივნინგის, ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამები, Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა, STEM სკოლა და ა.შ). რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ განათლების, დასაქმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმდინარე პროექტებს. დადეგმილია ბევრი სიახლეც, რათა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც ქმნიან უკეთეს საქართველოს.“

Toys ‘R’ Us და სათამაშოების ბუმი ამერიკაში

Young Lions Georgia 2023-ის მარკეტერის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები