სამშენებლო კომპანია Petra Group-სა და ANAGI-ს შორის პარტნიორობა გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 35-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ციხისძირში მშენებარე კომპლექსის განვითარებაში ჩაერთვება. კერძოდ, B-ბლოკის მშენებლობაში.
„კურორტ Petra Sea Resort-ის მშენებლობის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას, დეველოპმენტის პროცესში კომპანია ANAGI-ს ჩართვა ნიშნავს კიდევ უფრო მყარ გარანტიებს და არის იმის დასტური, რომ Petra Group-ისთვის პრიორიტეტია მშენებლობის ხარისხი და შეუფერხებელი მიმდინარეობა”, – აცხადებს თინათინ კალანდარიშვილი, პროექტ Petra Sea Resort-ის ხელმძღვანელი.
როგორც იცით, Petra Sea Resort „პეტრა ჯგუფის” პირველი, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია, დამოუკიდებელი კურორტის კონცეფციით, რომლის პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულებაც 2026 წლის ბოლოს იგეგმება. სწორედ პირველი ეტაპის მშენებლობის პროცესის ნაწილია B-ბლოკი – კურორტის ის ნაწილი, რომლის მშენებლობაშიც ANAGI ჩაერთო.
„მოხარულნი ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას კომპანია პეტრა სი რეზორტთან და, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენს კომპანიებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანია ANAGI უზრუნველყოფს ციხისძირში, ზღვისპირა ზოლში, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.
ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულებაში და შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ურთიერთსასარგებლო, წარმატებული და უაღრესად დადებითი შედეგების მომტანი”, – ირაკლი გოგოლიშვილი, სამშენებლო კომპანია ANAGI-ს დირექტორი.
Petra Sea Resort-ის შესახებ:
Petra Sea Resort პეტრა ჯგუფის პირველი დეველოპერული პროექტია, რომელიც შეიძლება ითქვას, პრეცენდენტს ქმნის საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. პროექტის განვითარების გეგმა სრულად 7 წელს აერთიანებს, მისი პირველი ფაზის მშენებლობა კი 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
Petra Sea Resort კონცეპტუალურად სრულიად უნიკალური პროექტია, რომელიც ნებისმიერ სტუმარსა თუ მცხოვრებელს ახალ გამოცდილებას შესთავაზებს. ის საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, რეზიდენციებს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, კერძო სანაპიროსა და მრავალფეროვან სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას აერთიანებს.
პეტრა ჯგუფი ქმნის როგორც საზღვაო, ისე სამთო კურორტებს, რომელთაგან თითოეულს აქვს სრულიად დამოუკიდებელი კურორტის კონცეფცია.
ANAGI:
სამშენებლო კომპანია ANAGI 1989 წელს დაარსდა და მალევე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერი გახდა. მისი საქმიანობა სამშენებლო დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია 35 წელია, სტაბილურად ზრუნავს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და მომხმარებლისთვის ექსკლუზიური მომსახურების შეთავაზებაზე, სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.
კომპანიის პორტფოლიოში ერთიანდება:
- 300-ზე მეტი დასრულებული პროექტი
- 25 მიმდინარე პროექტი
- 200-ამდე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვეთი
- 3 000-ზე მეტი თანამშრომელი
- 170 სამშენებლო ტექნიკის ერთეული
[R]