22
Apr
2019

“ანაკლიის პორტი არის საქართველოს ლელო!”

22 Apr 2019



ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა მე-20 საუკუნეში გაჩნდა. პირველი სამუშაოები 60-იან წლებში დაიწყო – აშენდა ზღვაში შეჭრილი ნაგებობა გემების მისადგომად. ჩვენამდე მოღწეული, პირველი ოფიციალური დოკუმენტი, პროექტის მონახაზი, 1974 წლით თარიღდება. 1980-იანი წლებიდან კიდევ რამდენჯერმე გახდა ეს საკითხი აქტუალური. საბოლოოდ, ანაკლიაში ნავსადგურის ასაშენებლად, საზღვაო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. ამ პროცესში თაობები მონაწილეობდნენ. ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ადგილობრივები. “ანაკლიის პორტი არის საქართველოს ლელო, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია,” – ამბობს თეკლე შენგელია, რომელიც განმუხურის სკოლაში სწავლობს. გაიცანით თეკლე შენგელია, 16 წლის მორაგბე, რომელიც თავის ამბავს ჰყვება.

თეკლე შენგელია – ანაკლიის მკვიდრი

"ანაკლიის პორტი არის საქართველოს ლელო, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია"ერთად გავძლიერდეთ, გაიცანით თეკლე შენგელია.#ერთადვაშენებთანაკლიას

Gepostet von ანაკლიის პორტი Anaklia Port am Donnerstag, 18. April 2019

განხილვა