in

ჰიპერრეალისტური ტალღა! – მსოფლიოს უდიდესი ანამორფული ილუზია

ეს ჰიპერრეალისტური ტალღები, აკვარიუმის კედლებს ასე შთამბეჭდავად რომ ეხეთქება, სააგენტო D’strict-ის ციფრული ჯადოქრობაა, სახელწოდებით Public Media Art #1_ WAVE. ეს პროექციული უჩვეულო “აკვარიუმი” სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, Coex K-Pop მოედანზე მდებარეობს და მსოფლიოს უდიდეს ანამორფულ ილუზიად მიიჩნევა. ციფრული ბილბორდი 80.0 მეტრი სიგანისა და 20.1 მეტრი სიგანისაა. The Korea Herald-ის ცნობით, ის სეულის კალათბურთის მოედნის ზომას ოთხჯერ აღემატება. D’strict ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს. სტუდიამ გამოიყენა ანამორფული ილუზიის მეთოდების მთელი სერია, მასიური ტალღების ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად. ეფექტები მუშაობს იმგვარად, რომ განსაზღვრულია კადრის სიღრმე ხედვის კუთხეების მიხედვით.

Le Méridien Batumi სტუმრებს 15 ივნისიდან მიიღებს  

უთქმელი ემოციები Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზიდან