„ღვინო არის სასმელი, რომელიც ღმერთებთან გვაახლოებს და გონების გახსნაში გვეხმარება. ჩვენ შევიმუშავეთ Anamorphosis-ის პროექტი, რომელიც თრაკიული ლეგენდის გმირებს ორფეოსს, ზალმოქსისს და დიონისეს ეფუძნება. ამ პროექტის წყალობით თითოეულ ადამიანს შეუძლია, რამდენიმე წამით გაიხედოს სხვა სამყაროში და ლეგენდის ნაწილად იქცეს, გახსნას ცნობიერება ახალი ემოციებისა და მოგონებებისთვის“, — ვკითხულობთ აღწერაში.
ამგვარად, დღეს მითიურ ღვინოზე უნდა გესაუბროთ, რომელიც ანამორფოზს გვპირდება. თუმცა მოდით, ჯერ შეფუთვით დავიწყოთ, გარედან მითიური პერსონაჟების ქანდაკებების სახეებს დაინახავთ, რომლებიც სიკვდილის / სხვა სამყაროში გადასვლის სიმბოლოდ გვესახება. შიდა ეტიკეტზე კი ერთ მხარეს უკვდავობაზე ხაზგასასმელად ოქროსფერ თვალებიან ზედაპირს ვხედავთ, ხოლო მეორე მხარეს თრაკიულ სიმბოლოებს. ხოლო სხვა სამყაროში გადასვლის უკეთესი შეგრძნებისთვის ტყის მსგავსი ფონი შემოგვთავაზეს.
პროექტის იდეა საკოლექციო ღვინის სამნაწილიან სერიას ეფუძნება და თრაკიელ ლეგენდებს წარმოგვიდგენს, ღვინოს აქ მითიურ სასმელად აღიქვამენ, რომელიც უკვდავების სამყაროში შებიჯების საშუალებას გვაძლევს. ეს გადასვლა კი ანამორფოზის უძველესი ხელოვნების მეშვეობით ხდება, რომ განვმარტოთ, დამახინჯებული პროექციის, რომელიც სურათის სხვა პერსპექტივიდან დანახვის შესაძლებლობა გვთავაზობს… ამგვარად, ღვინოს სახელებიც თრაკიელ პერსონაჟებს მოიცავს:
და როგორ შეიძლება ღვინის ეტიკეტით ანამორფოზის მიღწევა? ამას ვიდეოში ნახავთ: