in

ანანო დოლაბერიძე კვლავ Fashion ბლოგერია! „რაც ნიშნავს, რომ anobanooo.com იქნება ბიზნესი“

„როდესაც დავწერე, რომ დავბრუნდი ახალი შემართებით, ეს ნიშნავდა იმას, რომ anobanooo.com იქნება ბიზნესი!“11 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ მოდის ბლოგერი, ანანო დოლაბერიძე, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, გაასმაგებული მოტივაციით აპირებდა საკუთარი ბლოგის წარმოების გაგრძელებას, რადგან „ქართული გარემო ნამდვილად მზად არის Fashion Blog-ისთვის“. რა გახდა მისთვის მოტივაცია, რომ მოდის ბლოგერის საქმიანობას დაბრუნებოდა, რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს ბლოგის კონტენტის განვითარებას, ამას ანანო დოლაბერიძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ: 


ანანო დოლაბერიძეს ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული მარკეტინგის მიმართულებით. „თბილისის მოდის კვირეულის“ საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი, ჟურნალ NARGIS საქართველოს მოდის რედაქტორი და ჟურნალ „თბილისი მოლის“ მთავარი რედაქტორია; ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მოდის მარკეტინგის კურსის ლექტორია თემებზე – მოდის ბლოგინგი და სთაილინგი, ასევე, ფრილანსერი მოდის სტილისტია. დაახლოებით, 9 წლიანი გამოცდილება აქვს საკუთარი ბლოგის – anobanooo.com წარმოებაში.


M: როდის დაიწყეთ ბლოგის წერა და რა ხასიათის კონტენტს ქმნიდით მაშინ?
მოდის სფერო რა თქმა უნდა, როგორც ყველა გოგოს, მეც ბავშობიდან მაინტერესებდა, თუმცა ბლოგი 2012 წელს, 17 წლის ასაკში გავაკეთე. მაშინ, როცა საქართველოში ბევრმა ციფრული მედია რა იყო, არ იცოდა. ყველაფერზე ვწერდი, რაც მაინტერესებდა. ლოკალურ მომხმარებლებს უცხოურ მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებს ვაცნობდი, ხოლო უცხოელებისთვის ქართველ დიზაინერებზე ვწერდი აქტიურად. მოდის კვირეულზეც სრული სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით დავდიოდი, ვწერდი ჩემს მოსაზრებებს კოლექციების შესახებ დ ა.შ. M: რამდენად აქტიურად იყენებენ ბრენდები ბლოგს, როგორც მომხმარებელთან ეფექტურ საკომუნიკაციო ინსტრუმენტს და თქვენს გადაწყვეტილებაზე, რომ ბლოგერობას უბრუნდებოდით, რამ იქონია გავლენა?
დღეს Luxury ბრენდებით დაწყებული ყველა კომპანია ბლოგერებთან თანამშრომლობს და მათი საშუალებით ახდენენ თავიანთი პროდუქტის პოპულარობას. ბლოგი არის ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შენს მომხმარებელს ინფორმაცია სწორად და დროულად მიაწოდო. როდესაც ბლოგერის სელექცია ხდება, ბრენდმა ზუსტად იცის, რატომ ირჩევს კონკრეტულ ბლოგერს და სეგმენტურადაც ზუსტად ხვდება, რა შედეგს მიიღებს. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით მუშაობს, თითქმის ყველა ბრენდი ითხოვს ციფრულ მედიას. გულახდილად გეტყვით, ჩემი ბლოგის გაგრძელებისკენ სხვადასხვა წარმატებული კომპანიის მარკეტინგის მენეჯერებმა მიბიძგეს და მომცეს სტიმული, რომ სწორედ ახლა არის დრო, დავუბრუნდე იმას, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთებდი.M: რა მიმართულებით აპირებთ anobanooo-ს კონტენტის განვითარებას?
ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა მაქვს. პირველ რიგში, ვაპირებ ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაციას. ვფიქრობ, ეს ჩემი ნიშაა, რადგან ქართული მოდა ახლა ყურადღების ცენტრშია, ქართველი დიზაინერების მიმართ დიდი ინტერესია და ამით კიდევ უფრო შევუწყობ ხელს მათ პოპულარიზაციას. ასევე, უკვე მაქვს მოლაპარაკებები თანამშრომლობაზე საერთაშორისო ბრენდებთანვაპირებ არა მხოლოდ მოდაზე ვწერო, არამედ უფრო გავაფართოვო თემები და ვამატებ სილამაზესა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. ახალი გამოწვევა დავუსახე საკუთარ თავს მიზნად, დღეში 10 კილომეტრს დავდივარ და მინდა, რაღაც დოზით, ჯანსაღ ცხოვრებას გავუწიო პროპაგანდა.

M: როგორია ბლოგგის სტატისტიკური მაჩვენებელი, რამდენი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, ამჟამად?
დღევანდელი მონაცემით 1,138,500 ვიზიტორი ჰყავს. 20,638 მოწონება ფეისბუკის გვერდზე (აქვე გეტყვით, რომ არცერთი LIKE არ მაქვს ნაყიდი, როგორც ამას სხვა გვერდები აკეთებენ). ინსტაგრამზე 10 000 მდე follower-ი. როდესაც ახალ სტატიას ვდებ ბლოგზე, მინ. 6000 ნახვამდე ადის ერთ საღამოში და ეს თან ჯერ კიდევ დასაწყისია. როდესაც გვერდის გააქტიურებას თავიდან იწყებ, დამეთანხმებით, დრო სჭირდება, რომ ისევ ისეთი Traffic იყოს.

Copter-ის საჰაერო კადრები რუსეთისა და უკრაინის ბაზრებისთვის დამზადებულ რეკლამებში!

Secret Santa 2018-ის წინის წინა სამზადისი დაიწყო!