in

“Live and Let Live ” – ანანო ქორქია

ანანო ქორქია

ანანო ქორქია ბანკი “რესპუბლიკას” მარკეტინგული კომუნიკაციების ოფიცერია განათლებით საეართაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ბაკალავრისა და საზღვარგარეთ  მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მიიღო შეთავაზება სარეკლამო კომპანიიდან. “მობიფეის” პროექტის ექაუნთ მენეჯერად დაიწყო მუშაობა, შემდეგ “სილქნეტის“  მარკეტინგის განყოფილებაში, იქიდან კი , ბანკ „რესპუბლიკაში“ გადაინაცვლა.

ანანო ქორქია

მისი პირველი სამსახური   სტამბულში “Marks & Spencer” –ის “აუთლეთები” იყო:   “ვიძიებდი მსოფლიოს სხვადასხვა ქარხანაში არსებულ მარაგებს და ვუზრუნველყოფდი მათ შეთავაზებას და მიწოდებას ლონდონის სათაო ოფისისთვის. ეს იყო ჩემი პირველი სტაბილური სამსახური, თუმცა ესეც ნახევარი განაკვეთით, რადგან პარალელურად ვწერდი სამაგისტრო თემას. ხელფასი თვეში 1500 ლირა, რაც დღეს,  დაახლოებით,  1400 ლარს შეადგენს “.

დღეს დროის ძალიან დიდი ნაწილს სამსახურში ატარებს. ფიქრობს რომ წარმატებისათვის  აუცილებელია: “მიზანი, ცოდნა, შრომისმოყვარეობა და, ალბათ, იღბალიც…”

“მევალება საცალო პროდუქტებისთვის მარკეტინგული კომუნიკაციების მასალების დამზადება დიზაინერებთან ერთად, სხვადასხვა არხით გასავრცელებელი ტექსტების შემუშავება, პარტნიორებთან ურთიერთობა ა.შ.  ყოველი სამუშაო დღე განსხვავებულია.. აერთიანებთ ის, რომ ყველა 9:30–ზე იწყება”,- ეს ანანო ქორქიას ერთი სამუშაო დღეა.

თავის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად “სილქნეტის” ბრენდბუქის შემუშავებას მიიჩნევს.  ასევე “სილქფესტივალს” . თვლის, რომ დიდი შრომის მიუხედავად ნაკლებად წარმატებული იყო  “მობიფეის” ბრენდბუქზე მუშაობა.

სიამოვნებით იმუშავებდა ქალაქ ბათუმში.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ საჭიროა ლოგოტიპებში ინგლისურენოვან სახელთან ერთად  ქართული ადაპტაციის შექმნაც. მისი თქმით,  ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული აქტივობები უკვე იყო…

რაც შეეხება ქართულ თუ უცხოურ ბრენდებს და კომპანიებს,  ანანო ქორქია საქართველოში არსებული ორგანიზაციებიდან უპირატესობას ანიჭებს “ ანტრეს”.  მისი საყვარელი გამონათქვამია – “Live and Let Live”.

განტვირთვისათვის  პერიოდულად სხვადასხვა ადგილს ეჩვევა  ხოლმე. ახლა ასეთია “Angelato” – გამორჩეული საახალწლო განწყობით. ზოგადად მოსწონს “ო, მოდა, მოდა” და “ბარ ლაბორატორიუმი” .

დამწყებ პროფესიონალებს ურჩევს : “ ყველა პროფესიის დამწყებ ადამიანს ვურჩევდი, რომ იყვნენ თავდაჯერებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული და შრომისმოყვარე… აუცილებლად”.

სასმელი

9MM ახალი ენერგეტიკული სასმელი ქართულ ბაზარზე

ბერლუსლონი

Ford-მა ბოდიში მოიხადა