in

ახალი ტექნოლოგიით თვალებში არეკლილ ობიექტებს 3D ვიზუალებად გარდაქმნიან

მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ადამიანის თვალებში ასახული ფრაგმენტების 3D სცენებად გადაქცევის კუთხით. ექსპერიმენტი ეფუძნება ტექნოლოგიას, რომელიც ცნობილია, როგორც ნეირონული გამოსხივების ველები (NeRF). ხელოვნური ინტელექტი კი 2D ფოტოებიდან გარემოს აღადგენს.

ექსპერიმენტში, რომელიც პირველად TechXplore-მა გაავრცელა, გუნდმა ადამიანის თვალებში დაფიქსირებული სინათლის ანარეკლი გამოიყენა. სწორედ ასე ცადეს იმის დანახვა, თუ რას უყურებდა ადამიანი. კამერისკენ მიმართულ მზერას მაღალი რეზოლუციის ანალიზით შეისწავლიან და თვალებში არეკლილ ობიექტებს ცალკეულ ნიმუშებად იღებენ. მკვლევრებმა თითოეული ინდივიდის რქოვანა გაადიდეს, ამოიღეს ფერი და სხვა დეტალები — შემდეგ კი 3D გამოსახულების შესაქმნელად, მრუდი სარკის ეფექტი გამოიყენეს.

ამ კონტროლირებადი ექსპერიმენტის მიღმა, სადაც სუბიექტებს კონკრეტულ ობიექტზე ან სივრცეზე ფოკუსირება დაევალათ, მეცნიერებმა რეალური სამყაროს სცენარებზეც გადაწყვიტეს დაკვირვება. მაგალითად, მუსიკალური კლიპებიდან მაილი საირუსისა და ლედი გაგას თვალები შეისწავლეს — მიუხედავად იმისა, რომ შედეგად ნათელი სურათები არ მიუღიათ, ნახეს, რომ საირუსი განათების ქსელს უყურებდა; ლედი გაგას მზერა კი რეჟისორის ან გადასაღებ მოედანზე მყოფი სხვა ადამიანისკენ იყო მიმართული.

ეს გზა გართობისken მიგიყვანს? ჰაინეკენი თბილისელებს კარგი ამბებისკენ მიუძღვის!

როგორ მოქმედებენ საუკეთესო გუნდები არასტაბილურ სიტუაციებში?