8
აგვ
2018

„ომი ერთგვარი ბიძგი იყო, უმოქმედობის დროს, საქმის წამოწყების“ – ანასტასია ახვლედიანის #აზრები

8 აგვ 2018



2008 წლის ზაფხული. წყნეთში ვისვენებდით იმის გამო, რომ ბავშვები პატარები იყვნენ, შორს მთაში – ზღვაზე ვერ წავედით. ნიკუშა – კუკუშა ამ დროს WINDFOR’S-ში მუშაობდა არტ დირექტორად, მე სახლში ვიყავი ბავშვებთან. ძალიან ცუდი და სევდიანი გახდა უეცრად მხიარული ზაფხული…. ომი დაიწყო.. მთელი ეს დღეები მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები – ყველა ერთად ვიყავით შეკრებილები… თითქოს რაღაცის მოფიქრება გვინდოდა, მაგრამ ომის დროს ადამიანები უსუსურები არიან, როგორც აღმოჩნდა. ჩვენი მეგობრები და არამარტო ჩვენი რეზერვისტები ომში წაიყვანეს, ბევრი ადამიანი დაიღუპა….

კოჯორში ბომბი ჩამოაგდეს, მერე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მთელი სახლი ზანზარებდა…. ხალხი პანიკამ მოიცვა. საღამოს ჩვენი მეგობარი კაკო კვანტალიანი მოვიდა… ბაქოში წავიდეთ, ბავშვები წავიყვანოთ, სასწრაფოდ ჩაალაგე ბარგიო…. გავიქეცი ოთახში, დავიწყე ბარგის არჩევა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერსად ვერ წავიდოდი, ვერ დავტოვებდი ყველასა და ყველაფერს….. (არც კაკო წასულა და არც ჩვენ).

ABK-ს დამფუძნებლები

სწორედ ამ საღამოს ვისხედით ჩვენი წყნეთის ეზოში მე, ნიკუშა-კუკუშა, ჩემი ძმა ლომერო ახვლედიანი და ჩვენი მეგობარი ბუბა რადიანი…. სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, ვცდილობდით, ყურადრება სხვა თემაზე გადაგვეტანა…. ლაპარაკმა კარგი საქმის დაწყებასთან  მიგვიყვანა,  გადავწყვიტეთ, მამაჩემისა და მისი მეგობრების ყოფილი კომპანიის, რომელიც სამწუხაროდ, უკვე დაშლილი იყო, საქმე გაგვეგრძელებინა…. სახელი დავუტოვეთ ABK, იმის გამო, რომ თავიდან მხოლოდ გრაფიკული მიმართულება გვქონდა ABK graphics დავარქვით.

ომი დამთავრდა… ჩვენ დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით დავიწყეთ მუშაობა…მიუხედავად ომისა, 2008 წლის აგვისტო სევდიანად, მაგრამ ამავდროულად, ჩვენს ცხოვრებაში ახალი საყვარელი საქმის წამოწყებას უკავშირდება… ომი ერთგვარი ბიძგი იყო, უმოქმედობის დროს, საქმის წამოწყების….

დღეს ABK – 10 წლის გახდა….

ABK-ს სულ-სულ პირველი ნამუშევარი:

ამ სარეკლამო სერიების დარჩენილი ნაწილი სრულად.

განხილვა