„ანათე მზის ტალღებში” – ეს სამკაულების ბრენდის, „ტრესორის” ახალი, საზაფხულო კამპანიის მთავარი გზავნილია და საზოგადოებისთვის ბრენდის გაცნობას, მისი კონცეფციის გაგებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ახლა, როცა ზაფხული ყველაზე აქტიურ ფაზაშია შესული, ჩვენი აქტივობები ზღვას, აუზს, რუჯსა და მხიარულ თავგადასავლებს ყველაზე მეტად უკავშირდება. სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველას მოგვწონს, როდესაც ლამაზად გამოვიყურებით, ჩვენი სტილის ერთ-ერთი მთავარი გამომხატველი კი სწორად შერჩეული სამკაულებია. „ტრესორი”, როგორც სამკაულებისა და აქსესუარების გალერეა, გვთავაზობს პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერ ასეთ სიტუაციას დაამშვენებს და, რაც მთავარია, მალე არ გახუნდება, ფერს არ დაკარგავს და არ გაფუჭდება.
მთავარი, რასაც ბრენდი გვპირდება, ხარისხი და მრავალფეროვნებაა. „ტრესორის” სამკაულები ვერცხლისა და ტიტანის ფოლადისგანაა დამზადებული. ბრენდი თანამედროვე ტენდენციებს მისდევს, ამიტომ კოლექციას ხშირად აახლებს და მომხმარებელს მრავალფეროვნებას მუდმივად სთავაზობს. შესაბამისად, აქ სასურველი გემოვნების, თანამედროვე ნივთს ყოველთვის იპოვით. კიდევ ერთი, რაც ამ ყველაფერთან ერთად უნდა აღინიშნოს, ტრესორის ბიუჯეტური ფასებია. მაღალი ხარისხის მიუხედავად, მისი სამკაულებისა და აქსესუარების შეძენა ხელმისაწვდომ ფასებად არის შესაძლებელი.
ტრესორის მაღაზიები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სავაჭრო სივრცეშია წარმოდგენილი. ესენია:
- სითი მოლი (საბურთალო)
- სითი მოლი (გლდანი)
- გალერია თბილისი
- აქსის თაუერსი
- თბილისი მოლი
- პეკინის გამზირი #31
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია სულ უფრო აფართოებს ქსელს და კიდევ აპირებს ფილიალების დამატებას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ახალ კამპანიასთან დაკავშირებით – „ანათე მზის ტალღებში”, ბრენდმა ვიდეორგოლიც გადაიღო, რომელში მონაწილე მოდელებიც ატარებენ ტრესორის სამკაულებს და ამ ყველაფერს საზაფხულო ენერგეტიკა და განწყობა დაჰყვება, რაც რგოლს, ერთი მხრივ, საიმიჯო ვიდეოდ აქცევს, მეორე მხრივ კი, გვიჩვენებს, რომ ტრესორის სამკაულთან ერთად მზის ქვეშ და წყალშიც კი შეგვიძლია ვინებივროთ.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მის სოციალურ ქსელებში, Facebook-სა და Instagram-ზე.
[R]