in

ანაზღაურებადი სტაჟირება INKOMPASS-ის პროგრამით

საქართველოში INKOMPASSის ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე რეგისტრაცია 2025 წლის 20 მაისამდე გაგრძელდება. INKOMPASS უნიკალური სტაჟირების პროგრამაა საქართველოში წარმოდგენილ „ფილიპ მორის ინთერნეიშნალის“ ჯგუფის წევრ კომპანიაში, რომელიც ივნისის თვეში დაიწყება და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სტაჟირების პროგრამა ყოველწლიურად ცხადდება და განკუთვნილია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და 2023-2024 წლების კურსდამთავრებულთათვის. თუ თვლი, რომ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, რეგისტრაციისთვის მიჰყევი შემდეგ ბმულს.

ელენე კობაიძე, მომხმარებელთა პროგრამის აღმასრულებელი, ფილიპ მორის ბენელუქსში თავის გამოცდილებას გვიზიარებს, რომელიც ფილიპ მორისში სწორედ INKOMPASSის პროგრამით დაიწყო:

ჩემი პროფესიული გზის მნიშვნელოვანი ეტაპი 2020 წელს დაიწყო, როდესაც Philip Morris International-ის გლობალური სტაჟირების პროგრამით დავიწყე პროფესიული გამოცდილების მიღება საქართველოში. ამ პროგრამამ შესაძლებლობა მომცა, აკადემიურ სფეროში შეძენილი ცოდნა და საერთაშორისო პროექტებში მიღებული გამოცდილება რეალურ საქმედ მექცია.

სტაჟირების პირველივე თვეებში შევამჩნიე, რომ ფილიპ მორისში ახალბედა თანამშრომლის მიმართ მიდგომა მკვეთრად განსხვავდებოდა – ჩართულობა, პასუხისმგებლობა და პროფესიული მენტორობა თავიდანვე მნიშვნელოვანი კომპონენტები იყო. სტაჟირების პერიოდში PMI-ის უკვამლო პროდუქტების გუნდთან ერთად ვმუშაობდი პროგრამულ მიმართულებაზე. ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო ის ფაქტი, რომ სტაჟირების პოზიციაზე პასუხისმგებლობები რეალური შედეგებზე იყო ორიენტირებული, გუნდში მოტივირებული თანამშრომლის სტატუსი მქონდა და არა დამკვირვებლის.

სტაჟირების დაწყებიდან რამდენიმე თვეში შემომთავაზეს საშტატო პოზიცია და მას შემდეგ ჩემს პროფესიულ განვითარებას აქტიურად და სისტემურად უჭერდნენ მხარს.

PMI-ის უკვამლო პროდუქტები 95 ბაზარზეა წარმოდგენილი, რომელიც უნიკალური შესაძლებლობა აღმოჩნდა მომეპოვებინა საერთაშორისო გამოცდილება. თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის გუნდებთან ეტაპობრივად გადაიზარდა გლობალურ პროექტებში მონაწილეობაში, რასაც მოჰყვა რელოკაცია ბელგიაში, ბენელუქსის სათავო ოფისში. დღეს ვმუშაობ მრავალფეროვან სამუშაო გარემოში, სადაც 40-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების კოლეგაა თავმოყრილი ერთ ოფისში.

PMI-ის გარემოში ყველაზე მეტად ვაფასებ, რომ სისტემურად მხარდაჭერილია პროფესიული ზრდის შესაძლებლობები გეოგრაფიული და კულტურული საზღვრების მიღმა. ჩემი შეფასებით, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის რეალურ გლობალურ კორპორაციულ კულტურას, სადაც თანამშრომლების განვითარება სტრატეგიული მიზანია და არა მხოლოდ თანამდებობრივი ფორმალობა.

ფილიპ მორისში გატარებული წლები ჩემთვის ნიშნავს არა მხოლოდ კარიერულ წინსვლას, არამედ პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბებას გლობალურ კონტექსტში. PMI-სთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები, რომლებიც გლობალურად 83 100-მდე ადამიანია, გრძნობდნენ საკუთარ მნიშვნელობას, ჰქონდეთ განვითარების სივრცე და იცოდნენ, რომ მათი იდეები განხორციელებადია. სწორედ ამ გარემოში ვისწავლე, რომ საუკეთესო შედეგები მოდის მაშინ, როცა ადამიანი არის მოტივირებული, დაცული და შთაგონებული.

მათთვის, ვინც განიხილავს კარიერის დაწყებას საერთაშორისო გამოცდილების კომპანიაში, PMI-ის INKOMPASS-ის სტაჟირების პროგრამისთვის რეგისტრაცია ახლა მიმდინარეობს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ეს 5 AI ხელსაწყო Chrome-ში ელ.წერილების წერა-კითხვას გაგიმარტივებთ

ახალი პაპის პირველი ოფიციალური პორტრეტი და გერბი გამოქვეყნდა