in

$35-ად ნაყიდი ბიუსტი რომაული ხელოვნების ნიმუში აღმოჩნდა

ნამუშევარი ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნით თარიღდება

ხშირად ანტიკვარიატების მაღაზიებში ბევრ საინტერესო აღმოჩენას ვაკეთებთ, მაგრამ ლორა იანგის ამბავი ყველა მათგანზე მაღლა დგას. მან ჯერ კიდევ 2018 წელს სულ რაღაც 35 დოლარად მარმარილოს ბიუსტი შეიძინა, რომელიც მაღაზიაში მაგიდის ქვეშ ისე იდო, თითქოს არანაირი ღირებულება არ გააჩნდა.

აღნიშნული ბიუსტით დაინტერესებულმა იანგმა ექსპერტებს მიმართა, რათა დაედგინა, როდის იყო ნამუშევარი შექმნილი ან საიდან იწყებოდა მისი ისტორია… ახლა კი Sotheby’s-მა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ქანდაკება განსაკუთრებულ ექსპონატს წარმოადგენს. ხელოვნების ექსპერტის თქმით, იგი ხულიო-კლაუდიანის ეპოქის რომაული ბიუსტია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნით თარიღდება.

მართალია, ხელოვნებათმცოდნეები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რომელ ისტორიულ ფიგურას გამოსახავს ბიუსტი, მაგრამ წარმოშობის ადგილმდებარეობა და თარიღი ყველასათვის ცხადია. ასევე, ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ის ოდესღაც ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ს ეკუთვნოდა, რომელიც 1825-1848 წლებში იკავებდა ტახტს. ეს უკანასკნელი ხელოვნების დიდი მოყვარული იყო და სიძველეების დიდ კოლექციასაც ფლობდა.

ოდესღაც ეს პორტრეტული ბიუსტი გერმანიაში, სწორედ ლუდვიგ I-ის მიერ მიერ რესტავრირებულ ვილაში იყო განთავსებული. 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ვილა დაიბომბა და ითვლება, რომ ბიუსტიც ამ დროს დაიკარგა. უკვე 2018 წელს კი, ყველასათვის უცნობი განვლილი გზის შემდეგ, ნამუშევარი ქალაქ ოსტინში გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, ბიუსტი გერმანიის მთავრობას გადაეცემა. მანამდე კი 2023 წლამდე სან ანტონიოს ხელოვნების მუზეუმში იქნება გამოფენილი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by San Antonio Museum of Art (@sama_art)

მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც დაშავებული სამხედროების სულისკვეთებას ასახავს

17 წლის სტუდენტმა ხელის პროთეზი შექმნა, რომელსაც გონებით აკონტროლებს