ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის [უცხოენოვანი ფილმი] კატეგორიაში “And Then We Danced” წარდგება. თუმცა, სურათი, ოსკარისთვის შვედეთის სახელით იბრძოლებს. დღეს ფილმის პირველი ტრეილერიც გავრცელდა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/SvenskaFilminstitutet/videos/1001444753520481/?__tn__=kCH-R&eid=ARBlrmWojbqxHjFrzmVgfR5udxyCGcX5L5ilL1Gd_9w5nEfhuejHXesLJhzk2wwMTckPU8PImP8AR2a0&hc_ref=ARQfApbi54pe6g2Ln5x8j6b2RDOuHW5MjjofirPaK45T6YXsOa5pZxLqieJ_5xcxr2E&fref=nf&__xts__[0]
And Then We Danced 2019 წლის ქართულ – შვედური კოპროდუქციაა. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავეზეა, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება, როცა ამბიციური მეტოქე უყვარდება. პროექტის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია. მთავარ როლებს ანა ჯავახიშვილი, ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი თამაშობენ.
ცნობისათვის, 2019 წელს, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში ალფონსო კუარონის ფილმმა ROMA გაიმარჯვა.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონია 2020 წლის 9 თებერვალს, ლოს-ანჟელესში გაიმართება.












