in

კანის საუკეთესო ფილმებში And Then We Danced მე-7 ადგილზეა

კანის 9 საუკეთესო ფილმის რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ And Then We Danced მე-7 ადგილზეა. Levan Akin-ის მიერ გადაღებული ფილმი რეიტინგში 7.78 შეფასებით შევიდა და გადაუსწრო ისეთი რეჟისორების ფილმებს, როგორებიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვ. დიდი ოვაციების მქონე ტარანტინოს ფილმი კი ჩვენდა გასაკვირად მხოლოდ და მხოლოდ “კარგ ფილმებში” მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც მას ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია. იგი თავდაპირველად კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. მასში მთავარ როლებს ანა ჯავახიშვილი, ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი თამაშობენ.

Ikea-ს ჩანთა LGBT+ თემის მხარდასაჭერად 

მზად ხარ ფრილანსერობისთვის?