in

მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელიც ოფლს გამოყოფს

ამის მიზეზი ის არის, რომ მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, როგორ გაუძლებდნენ ადამიანები ექსტრემალურ ტემპერატურას… ალბათ, ექსპერიმენტში ჩვენს ჩართვაზე არც უფიქრიათ, რადგან ზოგიერთი მცდელობა ფატალურად დასრულდა. თუმცა ასე იყო თუ ისე, ისინი დღეს ANDI-ს გვაცნობენ — რობოტს, რომელიც სუნთქავს, კანკალებს, დადის და ოფლსაც კი გამოყოფს. 

რობოტი თერმული ტექნოლოგიით არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შეიქმნა, მეცნიერებს კი დაეხმარა, სიღრმისეულად დაჰკვირვებოდნენ ექსტრემალური ტემპერატურის გავლენას ადამიანის სხეულზე. თუ ვერ ხვდებით, რაში სჭირდებათ ეს მეცნიერებს, მაშინ გლობალური დათბობის შესახებ შეგახსენებთ, რის გამოც დღეს მთავარი ამოცანა ადამიანების მაღალი ტემპერატურისგან დაცვა გახდა.

ისიც თუ გაინტერესებთ, რატომ არ ფეთქდება ANDI ექსტრემალურ პირობებში, გეტყვით, რომ იგი შიდა გაგრილების სისტემით ააგეს — ცივი წყალი მთლიან სხეულში მოძრაობს და საშუალებას აძლევს, სიგრილე ძალიან ექსტრემალურ პირობებშიც კი შეინარჩუნოს.

კვლევის პროცესი კიდევ უფრო რომ გააუმჯობესონ, ANDI-ს MaRTy-სთან დაწყვილებას გეგმავენ, ე. წ. ბიომეტროლოგიურ სითბოს რობოტთან. მომავალში კი ისინი ერთად იმუშავებენ, რათა აჩვენონ, როგორ მუშაობს ადამიანის ოფლის გამოყოფის მექანიზმი და როგორ ზემოქმედებს იგი კანის ტემპერატურაზე. მათთან ერთად მკვლევრებს ანდროიდში BMI მოდელების დამატებაც შეუძლიათ ასაკობრივი მახასიათებლებითა თუ სამედიცინო მდგომარეობით. მსგავსად, უკვე ისინი შეძლებენ, გაიგონ, როგორ რეაგირებს სხვადასხვა სხეული განსხვავებულ გარემოებებში.

დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოიღებს მეცნიერთა ძალისხმევა შედეგს?

როგორი ხმა აქვს კიბოს უჯრედებს განადგურებისას? — WPP-ს პროექტი

როგორ ვნახოთ Wi-Fi-ის პაროლები iPhone-ში?