2
Nov
2018

ანდრეა პირლო „ევროპაბეთთან“ ითანამშრომლებს

2 Nov 2018

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო თბილისშია. პირლო კომპანია „ევროპაბეთის“ მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზეზი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა.

mBank QR
mBank QR

 

„ევროპაბეთის“ მხრიდან, ანდრეა პირლოს სარეკლამო სახედ არჩევა მისმა პერსონამ და თამაშის მანერამ განაპირობა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პირლოს ტიპაჟი საუკეთესოდ მიესადაგება ბრენდის განვითარების კონცეფციას.

გადასაღებ მოედანზე ანდრეა პირლოსთან ფრანგი რეჟისორი, ჟულიენ ზენიე იმუშავებს, რომელმაც სხვადასხვა დროს „მერსედეს ბენცის“, „როლექსისა“ და „პეჟოს“ სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავთან, როგორებიც ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო არიან.

ანდრეა პირლო სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ იტალიურ საფეხბურთო გრანდებში, როგორებიცაა: იუვენტუსი, მილანი და ინტერი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული. იგი თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა.

[R]

განხილვა