in

ცნობილი საერთაშორისო კომპანიების შემდეგ, ანდრეა გუსტავსონი სააგენტო JWT Metro-ს ქართულ გუნდს შეუერთდა

˜ანდრეა გუსტავსონი სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი გახდა. ის ასევე, დიზაინის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

 

ანდრეა გუსტავსონი 2000 წლიდან, ნიუ იორკში, ცნობილ დიზაინერ დავიდ კარსონთან ერთად მუშაობდა. შემდეგ კი, ისეთ სააგენტოებში როგორებიცაა – Havas Worldwide (NY), Johannes Leonardo, Anomaly, Jager Dipaola & Kamp(JDK), BBH, Mullen, – წამყვანი პოზიციები ეკავა. მისი 13 წლიანი გამოცდილება მოიცავს ტიპოგრაფიკას, „სთორითელინგს“, დიზაინსა და არტ „დაირექშენს“ სხვადასხვა სფეროში (კინო, მუსიკა, მოდა, რეკლამა, ინტერიერი და „სეტ“ დიზაინი).

 

ანდრეა გუსტავსონის კლიენტების არასრული ჩამონათვალი კი ასეთია: Adidas, MoMA, Trident, Google, Converse, Microsoft, Budweiser, Umboro, BPW, Guns n Roses, Diesel (Be Stupid-ის კამპანია), Nike, Reebok, P&G, Jana Water, The New York Yankees და Burton Snowboards. (ანდრეა გუსტავსონის ნამუშევრები )

„მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, ანდრეა გუსტავსონი უკვე ჩვენი კომპანიის მუდმივი თანამშრომელია. მას აქვს საერთაშორისო კომპანიებში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. არის ბევრი პირადი გრან პრისა და კანის საერთაშორისო ფესტივალის ოქროს ლომის მფლობელი. ანდრეა გუსტავსონი JWT Metro-ს გუნდში – ეს ფაქტი მნიშვნელოვანია არა მარტო სააგენტოსთვის, არამედ, საქართველოში სარეკლამო სფეროს განვითარების, ჩვენი დამკვეთებისა და პარტნიორების,ზოგადად, ქვეყნისათვის. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად, საერთაშორისო პროექტებშიც ჩავერთვებით, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“- ამბობს JWT Metro-ს აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ ბოჭორიშვილი.

„დირსიში“ სუპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ და კვების ობიექტი „კანტინა“ გაიხსნება

რატომ უნდა მივყვეთ სტივ ჯობსის მეთოდს და ვიმუშაოთ მომხმარებელთა საჭიროებებზე დაყრდნობით