in ,

„არასდროს ენდო ვინმეს რჩევას!“ – ანდრეს ვერგარა

კანის კრეატიული ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, აცხადებენ, რომ 20 აპრილს, შემოქმედებით ინდუსტრიაში ნამდვილ დღესასწაულს მოგვიწყობენ, საერთაშორისო დონის სპიკერებთან ერთად: „ერიკ კესელსი, სანდრა ბოლდი და ანდრეს ვერგარა, როგორც უფრო ხშირად უწოდებენ –  „საერთაშორისო დონის კრეატორი“.

ყოველთვის მინდოდა, რომ არქიტექტორი ვყოფილიყავი, თუმცა დედაჩემის ხრიკებით, სარეკლამო სფეროში ამოვყავი თავი. უკვე 20 წელია, ამ საქმეში ვარ და დღეს, თქვენ გესაუბრებით შემოქმედებით სფეროზე, – ანდრეს ვერგარა.

M: ანდრეს, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება გაქვთ: BBDO Dubai, TONIC Dubai, Publicis Stockholm, SCPF Barcelona, Ruiz Nicoli Madrid, DDB&Co Instanbul, Leo Burnett Chicago… როგორ ირჩევთ ახალ სააგენტოებს? ყველაფერი ახალი გამოწვევების სურვილს უკავშირდება?
დიახ და არა. სიმართლე არის ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შეგნებულად მივიღე, ზოგში კი, უბრალოდ, ბედისწერამ ითამაშა საკუთარი როლი. ნამდვილ მოგზაურს ყოველთვის ბუნებრივად თან სდევს ცნობისმოყვარეობის თვისება, სიახლეების განცდის მოთხოვნილება, ახალი მეგობრების შეძენის სურვილი, ახალი გამოწვევების დაძლევის მოტივაცია. ნებისმიერ ახალ მოცემულობას ჩარჩოდან გამოვყავარ, რომელიც მზრდის, ცვლის ჩემს მსოფლხედვას სამყაროზე. რა თქმა უნდა, სამუშაომ პიროვნულად თუ პროფესიულად უნდა გაგზარდოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია… და სწორედ ეს აქცევს მოგზაურობას ღირებულად. 

M: ნათქვამია, ერასდროს შეცვლი რაიმეს ცხოვრებაში, კომფორტის ზონიდან თუ არ გამოხვალო. ეთანხმებით ამ გამონათქვამს? თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება? დროის რაღაც პერიოდში განზრახ იცვლით საააგენტოებს?
ძალიან რთული კითხვაა იმიტომ, რომ მე ყოველთვის ვამბობდი: „სამუშაო ადგილას 3 წელზე დიდხანს არასდროს გაჩერდე“ – თუმცა, შემომხედეთ მე. McCann ბუქარესტში 6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ამიტომ, არასდროს თქვა არასდროს. ერთ რამეს კი გირჩევდით, სარეკლამო ინდუსტრიაში სამსახურიდან წასვლა შეუძლებელია. თუ რა თქმა უნდა, სააგენტოს მფლობელი არ ხარ. ეს არაა პროფესია, რომელშიც გაიზრდები და საკუთარ თავს ამოწურავ. ეს პროფესიაა, სადაც მუდმივად იზრდები და ვითარდები. ვერასდროს მიატოვებ ამ საქმეს. რეკლამის ღმერთები ამას კრძალავენ.

M: თქვენ მიერ შექმნილი, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი პროექტები შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ?
პიკასოსთვის რომ დაგესვათ იგივე შეკითხვა, ნეტავ, „გერნიკას“ გიპასუხებდათ? – სანაძლეოს ჩამოვალ, რომ არა. და ადამიანები მას მაინც გენიოს მხატვარს უწოდებდნენ კი, თუ უპასუხებდა: „ჩემი პირველი ნახატი სკოლიდან“?!. ჩვენს დროში, როცა დაგუგვლით ყველას შეუძლია შენზე ინფორმაციის მოძიება, გინდა, რომ რაღაც საიდუმლოდ საკუთარ თავსაც დაუტოვო. ამიტომ, მოდი, ამ შემთხვევაში, ზუსტად ასე მოვიქცევი (მკითხველების 98% დაგუგლავს).

M: გაგვიმხილეთ, რაზე ისაუბრებთ, თბილისში, კანის ახალგაზრდა ლომების დაჯილდოების საღამოზე? და აქვე, რა ეხმარება შემოქმედებითობის განვითარებას?
აჰ, დიახ. მე საუბარს შიმპანზეებზე, ბანანებზე ვაპირებ… რომ ღმერთი და ფული მხოლოდ თქვენი წარმოსახვის ნაყოფია… მოკლედ, ჩემი გამოსვლა სახალისო იქნება… და სავარაუდოდ, ძალიან მოკლე. „დრო მიფრინავს, როგორც ისარი, ხილი მიფრინავს, როგორც ბანანი“. რა ეხმარება კრეატიულობას განვითარებაში? – დაგუგლე ბანანი და კრეატიულობა.

M: და ბოლოს, სარეკლამო სფეროში წარმატების მისაღწევი რეცეპტი არსებობს?
როგორ იყო წარმატებული სარეკლამო სფეროში? – არავის რჩევას არ დაუჯერო. დამიჯერე! იცხოვრე მრავალფეროვნად. დააკვირდი ძალიან ბევრ რამეს შენი თვალებით, შენი გულით. იმოგზაურე. ჭამე. სვი. უსმინე და განიცადე. დაიმახსოვრე, მე დავიწყე ამით: არასდროს ენდო ვინმეს რჩევას!

13 ჯილდო! სააგენტო “რედბერის” შედეგები White Square-ზე

ნიკა გუჯეჯიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი ვატო ქავთარაძე გახდა