in

ანდრო დგებუაძე – #პირველისამსახური

ანდრო2
ანდრო დგებუაძე

პირველი სამსახური 23 წლისამ დავიწყე ნავთობკომპანიაში, რომელიც შემდეგ “კანარგოდ” გადაკეთდა. პროტექცია არ დამჭირვებია, უბრალოდ, ვაკანსიას გამოვეხმაურე. თარჯიმანი ვიყავი. იმ პერიოდში, მოგეხსენებათ, ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა საკმაოდ დეფიციტური იყო, ამიტომ ორივე კარგად ავითვისე. მიუხედავად იმისა, რომ მეტალურგიულზე ვსწავლობდი, IT-ით დავინტერესდი. მაშინ პროგრამისტები ინდივიდუალურად მუშაობდნენ, იყო მუდმივი კონკურენცია, ხოლო შესაძლებლობები ნაკლებად ჩანდა. პრობლემა იყო ისიც, რომ საკითხში უკეთ გასარკვევად ან ვინმესთვის უნდა მიგემართა, რაც გამოუცდელის იმიჯს შეგიქმნიდა, ან დამოუკიდებლად გესწავლა. მე მეორე ვარიანტი ავირჩიე. მივხვდი, რომ ბაზარზე ფასეულობა უნდა შემექმნა, რაც კრიზისის მიუხედავად, ჩემს კონკურენტუნარიანობას გაზრდიდა, სწორედ ამიტომ სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე. ანდრო დგებუაძე – A-LIVE-ს დამფუძნებელი.

 

11391347_1592175881036521_7362445255514012722_n

 

10410298_891289464227488_780762542851738641_n

ანდრო3

რა იმალება მომხიბვლელი გარეგნობის უკან? UFC-ს ჩემპიონი სექსუალურ ამპლუაში

ინტერაქტიული ინსტალაცია – მომაჯადოვებელი სანახაობა Down The Rabbit Hole–ის ფესტივალზე