in

Android 12 – ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდებათ!

მისი დეველოპერული ანაწყობები დიდ მოლოდინებს გვიჩენს

Android 11-ის განახლებამ Google-ის მობილური ოპერატიული სისტემისთვის ბრწყინვალე შედეგი მოიტანა. ახლა კი კიდევ უფრო მეტ მოლოდინს გვიჩენს განახლება Android 12. მისი დეველოპერული ანაწყობების გამოშვება უკვე იწყება და მას პირველად Google Pixel-ის მფლობელები მიიღებენ.

სტატიაში მოცემული ინფორმაცია ნათლად გვიჩვენებს, რა გზით ვითარდება Google-ის ოპერატიული სისტემა.

როგორც ცნობილია, Android 12-ის ამჟამინდელი ვერსია ძირითადად დეველოპერებისთვის არის განკუთვნილი. მას ჯერჯერობით არ აქვს სრულყოფილი სახე მიღებული და ბუნებრივია, სატესტო რეჟიმში მრავალი ხარვეზი ფიქსირდება. ამის მიუხედავად მაინც თუ  გსურთ Developer preview 1-ის დატესტვა, მისი დაინსტალირება შემდეგ მოდელებზე შეგიძლიათ: Pixel 3/3 XL,  Pixel 3a/3a XL, Pixel 4/4 XL ,Pixel 4a/4a 5G, Pixel 5.

როდის მიიღებს Android 12-ს ყველა მობილური?

თარიღთან დაკაშირებით ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. თუმცა სავაურაუდო დროდ 2021 წლის აგვისტოს განიხილავენ. მანამდე კი მარტსა და აპრილში ახალ ვერსიას ორი ან მეტი დეველოპერი გადახედავს, რასაც ოთხი ბეტა ვერსიის ჩაშვება მოყვება.

Android 12-ის უსაფრთხოება

Google ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოების პოლიტიკას და რა თქმა უნდა, ეს არც ახლა იცვლება. როგორც ცნობილია, მომხმარებლებს მეტი გამჭვირვალობა ექნებათ ე. წ. “ქუქი ფაილებთან” დაკავაშირებით. ისინი შეძლებენ, აკონტროლონ თუ როგორ შეიძლება საიტებზე “ქუქი-ფაილების” გამოყენება. ასევე, უკეთ კონტროლირდება გარკვეული ქმდებების ერთი აპლიკაციიდან მეორეში გაზიარების შემთხვევები.

ასევე, განახლებას, სავარაუდოდ, თან ახლავს iOS 14-ის მსგავსი ინდიკატორები, რომლებიც გვიჩვენებს, რომელი აპლიკაცია იყენებს კამერას ან მიკროფონს.

Android 12-ის შეტყობინებები

ამ მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვან განახლებასთან გვაქვს საწმე. ერთ-ერთი UI-ის განახლებებია. როგორც Google ამბობს, დიზაინის ახალი ვერსია და მისი უფრო თანამედროვე და მარტივი ვიზუალის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზუალური ცვლილება შეეხო შეტყობინებების “ფანჯარას” და მართვის საშუალებებს.

ესთეტიკური განახლებების მიღმა, Android 12 აუმჯობესებს შეტყობინებების მუშაობას. განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს, რომ მომხმარებლებს უფროს წრაფი და შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ აპლიკაციებზე.

Android 12-ის სხვა განახლებები

მთლიანობაში ახალ ვერსიაში უამრავი მცირე ზომის განახლებაა და ყოველი მათგანი თანაბარმნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მათგანია ფაილებთან და მედიასთან დაკავშირებული ტრანსკოდირება. მობილურ ტელეფონებში მაღალი ეფექტურობის ვიდეო კოდირება (HEVC) სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის გათვალისწინებით, Android 12 ტრანსკოდირების ახალ ხელსაწყოებს წარმოგვიდგენს, რომლებიც აპლიკაციებს HEVC შინაარსის გამკლავებაში დაეხმარება.

ამასთან ერთად, Android 12 AVIF-ის მხარდაჭერას გვთავაზობს, რაც გულისხმობს უფრო მაღალი ხარისხის ფოტოებს მცირე ზომის ფაილების სახით.

შესაძლოა, ცოტა “მოძველებულად” და სახალისოდაც კი მოგეჩვენოთ ის ფაქტი, რომ განახლებას თან ახლავს მობილურის ვიბრაციის სხვადასხვა ვარიაციები. ასევე, განახლება მოიცავს Android Runtime-ს, რომელიც ძირითადი მოქმედებების დროის გაუმჯობესებას ემსახურება.

Android 12-ის ფუნქციები, რომლებზეც ჭორები გვამცნობენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Pixel-ის მობილურ ტელეფონებს ემატება ახალი ფუნქცია _ უკანა მხარეს თითის ორჯერ “დარტყმის” შემდეგ მობილური სხვადასხვა ქმედებებს ახორციელებს. მაგალითად, როგორიცაა ასისტენტის ჩართვა, მაღვიძარის ზარის გამეორება  და სქრინშოთის გადაღება.

თანაც, აღნიშნული ფუნქცია Pixel-ის მობილურ ტელეფონს დაეხმარება, განსაზღვროს, ეკრანის ორიენტაცია – ჰორიზონტალური და ვერტიკალური რეჟიმი, რაც დამღლელ და მომაბეზრებელ ავტომატურ ბრუნვის რეჟიმს სამუდამოდ დაგავიწყებთ.

როგორც ჭორები გვამცნობს, მობილურს ცალი ხელის რეჟიმიც ექნება. ასევე, საინტერესოა “Picture-in-Picture” ფუნქცია, რომელიც ერთდროულად ეკრანზე გამოსახული სხვადასხვა ვიზუალის გადაღების საშუალებას მოგცემთ.

Android 12-ის ინტერფეისი

როგორც ჩანს, დიზაინერებმა არჩევანი უფრო დიდი ზომის აიქონებზე შეაჩერეს, რომლებიც საკმაოდ მარტივი და შეიძლება ითქვას, მინიმალისტურია. რაც შეეხება ფერებს, ის სავარაუდოდ, კონკრეტული თემის მიხედვით გარდაიქმნება. როგორც იუწყებიან, თითოეული ეს ცვლილება Google-ის მომავალი დიზაინის დიდი ევოლუციის – “Material NEXT” – ის ნაწილია.

„ილიაუნიში“ „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პრეზენტაცია გაიმართა

როგორ მივხვდეთ, რომ დროა, სამსახურს თავი დავანებოთ?