in

Android 16 საჯარო ბეტა ვერსიაში ჩაეშვა — როგორ მივიღოთ წვდომა უახლეს ფუნქციებზე?

M2

თუ თქვენც იმ ადამიანებს შორის ხართ, რომელთაც სურთ, ყველაფერი პირველად თავად გამოცადონ, მაშინ ანდროიდის უახლესი საოპერაციო სისტემა დაგაინტერესებთ. Android 16 საჯარო ბეტა ვერსიაში ჩაეშვა და მომხმარებლებს ახალი ფუნქციების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, სანამ ამ ფუნქციებზე გადავალთ, ჯერ მთავარ კითხვას ვუპასუხოთ:

როგორ მივიღოთ წვდომა Android 16-ის ბეტა ვერსიაზე?

მნიშვნელოვანია, Pixel-ის ახალი ტელეფონი გქონდეთ, უფრო ზუსტად Pixel 6 ან უფრო ახალი მოდელები. შემდგომ google.com/android/beta-ს ესტუმრეთ და დარეგისტრირდით იმ მოწყობილობით, რომლითაც ბეტა ვერსიის გატესტვას აპირებთ. იმის გამო, რომ ბეტა რეჟიმია, რეგისტრაციის შემდეგ, განახლებებს მიიღებთ. აი, აქედან კი უკვე ყველა ახალი ფუნქციის გატესტვას შეძლებთ. ქვემოთ სწორედ მათზე მოგიყვებით.

Live Updates

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ანდროიდის პასუხია ეფლის Live Activities-ზე. გუგლი მას აღწერს, როგორც: შეტყობინებების ახალ კლასს, რომლებსაც მომხმარებლები მნიშვნელოვანი მიმდინარე აქტივობების მონიტორინგისა და ახალ ინფორმაციებზე სწრაფი წვდომისთვის გამოიყენებენ

თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის შეტყობინებები მხოლოდ მგზავრობის გაზიარებისთვის, საკვების მიტანისა და ნავიგაციისთვისაა ხელმისაწვდომი… მიუხედავად ამისა, Live Updates მომავალში გამოსადეგი ხელსაწყო უნდა იყოს ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტული თამაშებით ან სხვა მსგავსი Live აქტივობებით არიან გატაცებულნი. 

კამერისა და მედიის განახლებები

Android 16 Beta არაერთ განახლებას გთავაზობთ კამერისა თუ მედიის რედაქტირების შესაძლებლობებში. მათ შორისაა მაღალი რეზოლუციის ვიდეოების ჩაწერისა და რედაქტირების ფუნქციები, მრავალი ფორმატის მხარდაჭერა და სხვა. 

ადაპტაციური აპლიკაციები

რას ნიშნავს ეს? Android 16 ეტაპობრივად იმ აპლიკაციების გაუქმებაზე მუშაობს, რომლებიც, გუგლის თქმით, ზღუდავს ეკრანის ორიენტაციასა და ზომის ცვლილებას დიდ ეკრანებზე — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აპლიკაცია ნებისმიერი ზომის მოწყობილობაზე ნებისმიერი ზომის ეკრანით უნდა მუშაობდეს. 

იდეა შემდეგია: დეველოპერები ვეღარ შეძლებენ ეკრანის ორიენტაციის დაბლოკვას, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაცია უკეთესი ვიზუალით იქნება წარმოდგენილი ჩვეულებრივ ტელეფონზე, დასაკეც სმარტფონსა თუ პლანშეტზე. მართალია, მცირე ცვლილებაა, მაგრამ ფიქრობენ, რომ ყოველდღიურ გამოყენებაში ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება მას. 

გაბორ მატე ქართული აუდიტორიისთვის ვებინარს ჩაატარებს – გაიგეთ, რა გელით

საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტების ინოვაციური ბიზნესიდეები 50 000 ლარით დააფინანსა