in

უფასო Android აპლიკაცია, რომელიც გამცნობთ, თუ თქვენს ხმას ან გამოსახულებას უნებართვოდ იწერენ

Apple-მა iOS 14-ის ფარგლებში, უკვე დააანონსა ფუნქცია, რომელიც სხვადასხვა აპლიკაციის მხრიდან მიკროფონისა და კამერის გამოყენებას გამცნობთ. ხოლო Android-ის მომხმარებელთათვის იგივე ფუნქციის გამოყენება სპეციალური აპლიკაციის Access Dots გადმოწერის გზითაა შესაძლებელი. აპლიკაცია თქვენი ეკრანის კუთხეში, წერტილის სახით გამოჩნდება და გამცნობთ, თუ რომელიმე სხვა აპლიკაცია უნებართვოდ იყენებს თქვენს მიკროფონსა თუ კამერას.

Access Dots Android 7.0-სა და მასზე ახალ ოპერაციულ სისტემებთანაა თავსებადი. მასში გაერთიანებულია iOS 14-ის სტილის ინდიკატორები, რომლებიც მიკროფონისა და კამერის გამოყენების გამოვლენაზე არის ორიენტირებული. Access Dots-ის მინიშნებას დაინახავთ მაშინაც, თუ ეკრანი დაბლოკილია. ეკრანზე ანთებული მწვანე წერტილი გამცნობთ, რომ მესამე მხარის აპლიკაცია, მიმდინარე მომენტში, უნებართვოდ იყენებს თქვენს კამერას. ხოლო ნარინჯისფერი წერტილი მიკროფონის გამოყენებას განიშნებთ. აღსანიშნავია, რომ ამ ინდიკატორების გამოსაყენებლად, თვითონ აპლიკაცია, გადმოწერის შემდეგ, ან გამოყენებისას არ გთხოვთ მიკროფონსა და კამერაზე წვდომას.

Taycan – პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის წარდგენა

დიდი დაბრუნება! – Heineken-ის კამპანია