in

Android ეტაპობრივ რებრენდინგს განიცდის

Google-მა განაცხადა, რომ ანდროიდი თავისი A-game-ის გამოშვებას აპირებს — თანაც ახალი ბრენდის იდენტობით, რომელიც უახლოეს თვეებში სრულ სახეს მიიღებს. 9to5Google-ის წარმომადგენლებმაც შეამჩნიეს, რომ სიტყვების შემთხვევაში, რომლებიც ასო-ბგერა A-თი იწყება, კომპანია განსხვავებულ ვიზუალს იყენებს. ცვლილება „ანდროიდის“ სტილიზაციასაც შეეხო, რომელსაც ტექნიკური გიგანტი წლების განმავლობაში ერთი ფორმით იყენებდა.

ახალი, „გასაიდუმლოებული ლოგო“ Samsung Galaxy S23 Ultra-სა და Z Flip 4-ის რამდენიმე რეკლამაში ვიხილეთ. აქვე ვხედავთ ანდროიდის ცნობილი პერსონაჟის 3D ინტერპრეტაციას. ხოლო n და r ასოები მეტად მომრგვალებულია, როგორც ანდროიდის რამდენიმე ადრეული ლოგოს ფუტურისტული მახასიათებლების შემთხვევაში.

Google-მა დაადასტურა, რომ ის ეტაპობრივად ნერგავს ახალი ბრენდის იდენტობას. ის, რასაც ახლა ვხედავთ, მხოლოდ მცირე ნაწილია მასშტაბური ცვლილებებისა. ზოგიერთი ელემენტი კი სხვადასხვა მედიაში გამოჩნდება, მათ შორის CES-ის ჯიხურებსა და მარკეტინგულ მასალებში.

სამსუნგის WindFree კონდიციონერი – გრილი. ჩუმი. ენერგოეფექტური

Amazon-მა „ბედნიერი“ რობოტი შექმნა