in

Google-ის ახალი პლატფორმით, კომპიუტერიდან ანდროიდზე იმესიჯებთ

Google, ბოლო დროს, სულ უფრო ინტენსიურად მუშაობს, რომ საძიებო სისტემის ფუნქციას გასცდეს და მომხმარებლებს სხვა, დამოუკიდებელი სერვისები შესთავაზოს. ოფიციალური ინფორმაციით, უკვე შესაძლებელია, კომპიუტერიდან ანდროიდზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა და მიღება.

საამისოდ მხოლოდ Google-ის სპეციალურ პლატფორმაზე დარეგისტრირებაა საჭირო. მომხმარებელი, ადმინისტრაციისგან, QR კოდს მიიღებს, რომელსაც ანდროიდის აპლიკაციით „დაასკანერებს“. პროგრამის სამუშაოდ, აუცილებელია ტელეფონს ინტერნეტზე ჰქონდეს წვდომა, იქნება ეს WiFi თუ Mobile Data, გააჩნია, რა მოცულობის ტექსტი ან ფაილები იგზავნება.

როგორც Google-ის წარმომადგენლები ამბობენ, სერვისი ყველა ძირითად „ბრაუზერზე“ იმუშავებს, თუმცა, დასაწყისისთვის, Chrome-ით, Firefox-ით, Safari-ითა და Edge-ით იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სერვისის iOS სისტემისთვის „გაშვება“ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაანონსდა.

წყარო: www.mashable.com

სალომე ქოქოსაძე – #პირველისამსახური

#გოლშემატკივრობა „ჩაკრულოს“ თანხლებით – ნატახტარ „გოოოოლის“ კამპანია გრძელდება