in ,

მეცნიერებმა შექმნეს ანდროიდი ბავშვი, რომელიც 6 ემოციას გამოხატავს

შეგიძლიათ ამ ემოციების ამოცნობა?

M2
M2

შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი ზეადამიანური მიღწევების ზღვარს არღვევს — მას შეუძლია მართოს სარბოლო მანქანა, გააანალიზოს ჭადრაკის ყველა შესაძლო სვლა, გაუძღვეს ქირურგიულ ოპერაციებს და ა. შ. თუმცა ერთ-ერთი წარუმატებლობა, რომელსაც იგი ავლენს, ემოციების სფეროს ეხება…

ეს ერთი შეხედვით მარტივი ამოცანაა, მაგრამ ფაქტია, არსად ისეთი კრახი არ განუცდია AI-ს, როგორც ემოციების სფეროში. მეცნიერები და ხელოვანები დიდი ხანია განიხილავენ საკითხს, შეძლებს თუ არა რობოტი ოდესმე, ადამიანის მსგავსად იფიქროს ან ჩვენს თანასწორად იგრძნოს თავი.

ამის საპასუხოდ, RIKEN Guardian Robot Project-ის მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ შექმნეს ანდროიდის ბავშვი, სახელად ნიკოლა. მას შეუძლია, წარმატებით გამოხატოს 6 ძირითადი ემოცია. ნიკოლას სახე 29 პნევმატურ აქტივატორს შეიცავს, რომელიც ხელოვნური კუნთების ქსელს აკონტროლებს — ეს ადამიანის სახის მიმიკების მიბაძვის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, 6 აქტივატორი თავისა და თვალების მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. თანაც, თითოეული მოძრაობა ჰაერის წნევით იკვებება და შედეგად, ეს ქმედებები გლუვი და ჩუმია.

გარდა ამისა, ნიკოლას ალგორითმი გაწვრთნილია ისეთ მიმიკებზე, როგორიცაა წარბის აწევა, ლოყების გამობერვა, ყბის ჩამოშვება, პირის მოღრეცა და ა. შ. ქვემოთ მოცემული შედეგი მოიცავს 17 პროტოტიპს, სხვადასხვა ხარისხის ექვსი ემოციის ინტენსივობას — სუსტიდან ძლიერამდე.

გუნდი განსხვავებულ სიზუსტეს ანიჭებს ნიკოლას სილიკონის კანს, რომელიც ნაკლებად ელასტიკურია, ვიდრე ადამიანის და, შესაბამისად, კარგად ვერ ახერხებს ნაოჭების გამოკვეთას.

შემდეგ ნაბიჯს ნიკოლას სხეულის შექმნა წარმოადგენს, ვინაიდან ამჟამად მას მხოლოდ თავი აქვს. მკვლევრების მოლოდინებს თუ დავეყრდნობით, ერთ დღესაც ნიკოლა ემპათიური რობოტი გახდება, რომელიც მარტოხელა ადამიანებს დაეხმარება. “ანდროიდები, რომლებსაც ჩვენთან ემოციური კომუნიკაცია შეუძლია, გამოსადეგი იქნება რეალური ცხოვრების სიტუაციების ფართო სპექტრში, როგორიცაა ხანდაზმულებზე ზრუნვა”, — აღნიშნავს ვატარუ სატუ, კვლევის წამყვანი ავტორი.

ბონუსად:

#რასგულისხმობს: ვირტუალური რეალობის შექმნა