Tate Modern რეგულაციების დაწესებამდე 5 დღით ადრე გეგმავდა ენდი უორჰოლის გამოფენის გახსნას. თუმცა, სამწუხაროდ მათ ეს ვეღარ მოახერხეს. სამაგიეროდ, მოახერხეს მშვენიერი ვირტუალური გამოფენის შექმნა, სადაც ენდი უორჰოლის 100-მდე ნამუშევარი იყრის თავს. Tate-ს კურატორი გრეგორ მური და ფონტან მორანი გვიყვებიან უორჰოლის მნიშვნელოვან ნამუშევრებსა და მისი შემოქმედების თემატიკებზე.
გამოფენაში ყურადღება გამახვილებულია საგამოფენო სახელმძღვანელოზე, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი უორჰოლის ემიგრანტული ისტორია, მისი უცნობი იდენტობა, მისი აზრები სიკვდილისა და რელიგიის იდეის გარშემო.
ერთი სიტყვით, უორჰოლის მოყვარულებისთვის (და არამარტო..) ეს ვირტუალური გამოფენა ნამდვილად სასარგებლო იქნება, აი ისიც: