8
Jan
2019

50 ენდის ჯადოსნური საღამო Toy Story Land-ში

8 Jan 2019

შერიფი ვუდი, ბაზ ლაითერი, ბატონი კარტოფილი, მწვანე ჯარისკაცები და რა თქმა უნდა, ენდი – მულტფილმის “სათამაშოების ამბავი” ეს პერსონაჟები ბევრისთვისაა ნაცნობი. პირველი 3D ანიმაცია, რომელიც კინოეკრანებზე 1995 წელს გამოჩნდა, დღესაც პოპულარულია. სწორედ ამიტომ, უოლტ დისნეის სტუდიამ, Toy Story Land-ში “ენდის ღამე” მოაწყო, სადაც “სათამაშოების ამბის” ორმოცდაათი გულშემატკივარი მოიწვია. თანაც, ყველა სტუმარს ენდი ერქვა. მულტფილმიდან ნაცნობი ატრაქციონები, თამაშები, პერსონაჟები – ექსკლუზიურ ღონისძიებაზე სტუმრები ენდის მიერ შექმნილ სამყაროს ეზიარნენ. კამპანიაზე სააგენტომ Yellow Shoes იმუშავა.

 

განხილვა