სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი Ane Rosh მომხმარებელს თმის, სახისა და სხეულის მოვლის სერვისს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებლის შორენა ალიბეგაშვილის თქმით, მათთან თითოეული პროცედურა განსხვავებული და ინოვაციური მეთოდებით ტარდება, მაგალითად, თმის მეზოთერაპია, ნემსისა და ოპერაციის გარეშე. გარდა ამისა, როგორც თავად ამბობენ, Ane Rosh საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს კოსმეტიკისა და თავის მოვლის ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა Renlive, Renjuve და Biodroga.
როგორ შეიქმნა Ane Rosh?!
„განათლებით ფინანსისტი ვარ, პროფესიით კოსმეტოლოგი, რომელითაც 22 წლის ასაკში დავინტერესდი. მაშინ უკრაინაში ვცხოვრობდი. ძალიან მომწონდა ეს სფერო და გადავწყვიტე, სიღრმისეულად შემესწავლა. თავიდან კონსულტანტი ვიყავი, გავიარე კოსმეტოლოგის კურსები, ვისწავლე კოლეჯში და ა.შ. , მაგრამ ამ საქმეს, ყოველთვის, მაინც უფრო ბიზნესის კუთხით ვუყურებდი. ვხედავდი, როგორ მუშაობდა ეს სფერო უკრაინაში და როგორ ვითარდებოდა ბიზნესის კუთხით, რამდენად სწორად არჩევდნენ თითოეულ პროდუქტს, როგორ უდგებოდნენ სერვისსა და კომუნიკაციას. ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში, კურსები აქაც გავიარე, ადგილობრივი ბაზრის ტენდენციებსა და მოთხოვნებში უკეთ რომ გავრკვეულიყავი“,-ამბობს შორენა ალიბეგაშვილი.
საქართველოში, როგორც კოსმეტოლოგი, გერმანიიდან გამოწერილი სრული კაბინეტით, სახლის პირობებში მუშაობდა. რამდენიმე ცენტრთან თანამშრომლობისა და 10 წლიანი გამოცდილების შემდეგ, საკუთარი ბიზნესი დაიწყო. Ane Rosh-ის სახელით კომპანია ჯერ დავით ტატიშვილის ახლადგახსნილ კლინიკა Health Palace-ში ფუნქციონირებდა, შემდეგ კი დამოუკიდებელ სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრად იქცა.
Ane Rosh, როგორც ბრენდი . . .
ჩვენი სლოგანია Science of beauty and comfort. ეს შემთხვევითი არ არის. ყველაფერს მეცნიერულად, აკადემიური კუთხით ვუდგებით. გვაქვს ორი ფილიალი, Ane Rosh (ფალიაშვილის 98) და Ane Rosh + (გლდანი, სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“, G სართული). მომხმარებელს ვთავაზობთ თმის შეჭრა – დავარცხნას, მისი მოვლის პროცედურებს, კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, სხეულის მოვლას. გვაქვს როგორც აპარატული, ისე კლასიკური კოსმეტოლოგია. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე როგორც კოსმეტოლოგი, ნაკლებად ვიყავი ჩართული Ane Rosh-ის მუშაობაში. უფრო ბიზნესის განვითარების მიმართულებაზე ვიყავი გადართული. თუმცა, პარალელურად, გავდიოდი სხვადასხვა კურსებს, მუდმივად ვიმაღლებდი კვალიფიკაციას. სფერო ვითარდება და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტენდენციებს ფეხი უნდა აუწყო. ახლა, როცა უკვე სტაბილურად ვითარდება კომპანია, დავუბრუნდი კოსმეტოლოგიასაც.
კონკურენცია
ჩვენთან ყველა, აბსოლუტურად მთელი გუნდი, საფუძვლიან განათლებას იღებს. ეს ეხება როგორც პროცედურებს, ისე სერვისს. თითოეული თანამშრომელი ძალიან ღრმადაა გათვითცნობიერებული საქმეში და მომხმარებელსაც დეტალურ ინფორმაცის აწვდის. თითოეულმა კლიენტმა უნდა იცოდეს რა პროცედურა, რისთვის უტარდება, რა ეფექტი ექნება და ა.შ. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ყველა დეტალს. მომხმარებელმა, ცენტრში შემოსვლისთანავე, უნდა იგრძნოს კომფორტი, ზრუნვა და, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, არ გვქონდეს ბანალური შეთავაზებები. მუდმივად ვისწრაფვით სიახლისკენ, რაც გვაძლევს საშუალებას ყოველდღიურად განვვითარდეთ და გავიზარდოთ. გვაქვს ძალიან სერიოზული დანადგარები, რომლებიც საფუძვლიანად, მეცნიერულ დონეზე გვაქვს შესწავლილი. ექსკლუზიურად შემოგვაქვს იტალიური კოსმეტიკის ბრენდები Renlive და Renjuve. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვისაუბრო მის ეფექტურობაზე. ზოგს ისიც ეგონა, რომ ჰორმონებს შეიცავდა, იმდენად კარგი შედეგი ჰქონდა. მაგრამ არა, პროდუქცია ნანო ტექნოლოგიით მზადდება. განკუთვნილია, როგორც კანის პროფესიონალური, ისე სახლის პირობებში მოვლისთვის. გარდა ამისა, ჩვენთან აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდებითა და მიდგომით მეზოთერაპიას ნემსისა და ოპერაციის გარეშე. ამ პროცედურებით სრულად იცვლება თმის სტრუქტურა. გარდა ამისა, Ane Rosh გახდა გერმანული კომპანია „ბიოდროგას“ ექსკლუზიური წარმომადგენელი. საქართველოში ამ ბრენდს კარგად იცნობენ, თუმცა, ბოლო რამდენიმე წელის მანძილზე, ადგილობრივ ბაზარზე, აღარ შემოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ბადენ-ბადენში არსებულ სპა ცენტრებში მხოლოდ „ბიოდროგას“ პროდუქციას იყენებენ.
სამომავლო გეგმები
მალე ვხსნით აკადემიას. ეს იქნება Beauty Academy Training Center. ფაქტობრივად, ახალი ბრენდია, აქვს თავისი ლოგო, უკვე შემუშავებულია პროგრამა. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კარგი კადრია. რეალობა ასეთია – მოგყავს ადამიანი, მუშაობს, თან ასწავლი. ჯერ ერთი, შეუძლებელია ერთ თვეში მიიღო ისეთი შედეგი, როგორიც გჭირდება და მეორე, როგორც წესი, რაღაც დროის შემდეგ ეს „გაზრდილი“ კადრი მიდის, ხშირ შემთხვევაში ისე, რომ ყველაფერი ბოლომდე ჯერ კიდევ არ იციან. შემდეგ ვიფიქრე, ამდენ შრომას, ენერგიას და რესურსს ვდებ კადრების მომზადებაში და მათ განათლებაში, მოდი, გავაკეთებ აკადემიას, ჩავატარებთ ლექციებს დიასახლისის, ადმინისტრატორის, მენეჯერის, კოსმეტოლოგის, სტილისტისათვის და ა.შ. თითოეულ ამ საქმიანობას სჭირდება სპეციალური ცოდნა, თუ გინდა, რომ ძალიან მაღალკვალიფიციური კადრი გყავდეს და შესაბამისად, გქონდეს კარგი სერვისი. თანაც, კურსდამთავრებულები სხვაგანაც შეძლებენ დასაქმებას, მხოლოდ Ane Rosh-ისთვის არ „გავზრდით“, პროფესიონალი კადრი ყველას სჭირდება. ეს აკადემია კიდევ ერთ პრობლემას აღმოფხვრის – დღეს სტილისტები, მანიკიურის სპეციალისტები, კოსმეტოლოგები ცდილობენ შენ, სალონის მეპატრონე მოგარგონ საკუთარ პირობებს. ხვდებიან, რომ ბიზნესის წარმატებაში მათი როლი ძალიან დიდია. ეს, რაღაც მომენტში, მართლაც ასეა, როგორი აპარატურაც არ უნდა გქონდეს, თუ კარგი სპეციალისტი არ გყავს, ვერაფერს გააკეთებ. ამიტომ გიწევს დათმობაზე წასვლა. არა და, ეს არის ბიზნესი, ყველას აქვს კონკრეტული გათვლა და იცის, რა რესურსი საით მიმართოს. აკადემიის გახსნით, ვფიქრობ, ამ საკითხსაც მოვაგვარებთ. აღარ იქნება კადრების პრობლემა და სწრაფად შევძლებთ ერთის მეორე პროფესიონალით ჩანაცვლებას. აკადემიის მოსწავლეები თეორიული ნაწილის გარდა, ჩვენს ცენტრში გაივლიან „პრაქტიკას“. ყველა მიიღებს საჭირო განათლებას. მოვიწვევთ უცხოელ სპეციალისტებს, კურსდამთავრებულები საბოლოო გამოცდას აპარატული კოსმეტოლოგიის განხრით იტალიელებს, კლასიკური კოსმეტოლოგიის მიმართულებით კი გერმანელებს ჩააბარებენ. რა თქმა უნდა, იქნებიან ადგილობრივი სპეციალისტებიც. აკადემიის კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისო ტრენერების მიერ დადასტურებულ სერტიფიკატს და შეძლებენ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე მუშაობას.