in

ანესთეზია ჩვენს ტვინში არსებულ ტალღებს ცვლის — კვლევა

ანესთეზიას ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენა რომ აქვს, ამაზე ბევრს საუბრობენ… ახლა კი ეს კვლევითაც დადასტურდა. უფრო კონკრეტულად, დადგინდა, რომ საანესთეზიო პროპოფოლი ტვინში არსებულ რხევად ტალღებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. 

M2
M2

ჩვეულებრივ კი ტვინში ისეთი მაღალი სიხშირის ტალღები დომინირებს, როგორიცაა ბეტა ტალღა. ხოლო ანესთეზიის ქვეშ მყოფი ორგანიზმის შემთხვევაში ამას დაბალი სიხშირის დელტა ტალღები ანაცვლებს. მეცნიერები ფხიზელი ადამიანის ტვინს ზღვასაც კი ადარებენ, რომელშიც ყველა ზომისა და ფორმის ტალღა მოძრაობს, შესაბამისად, ნარკოზის ქვეშ მყოფ ორგანიზმს ამის საპირისპიროდ აღიქვამენ.

რიტმი, რომელსაც ჩვენ სიფხიზლეს ვუკავშირებთ, პროპოფილის მიღების შემდეგ მკვეთრად იცვლება. შედეგად, ბეტა ტალღები სუსტდება და მის ადგილს ანესთეზიით გაძლიერებული დელტა ტალღები მარტივად იკავებს, — ამბობს ერლ მილერი, ნეირომეცნიერი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევა ერთ-ერთი პირველია მათ შორის, რომელიც გონების დაკარგვისა და აღდგენის პროცესს აკვირდება. მსგავსად, მკვლევრებმა კიდევ ერთი საინტერესო სხვაობაც იპოვეს — ძილის დროს ჩვენს ტვინში დელტა ტალღები ბრუნავს, რათა მეხსიერების შენახვაში დაგვეხმაროს, ანესთეზიის დროს კი ეს ტალღები უფრო ბრტყელ ფორმებს იღებს.

მართალია, მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, მაგრამ თუ მათ ჰიპოთეზას დავეყრდნობით, ტალღები ჩვენს ტვინს მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაში ეხმარება— იქნება ეს ინფორმაციების დამახსოვრება, დროისა თუ სამყაროს აღქმა. თუმცა ის ფაქტი, რომ ეს ანესთეზიის დროს აღარ ფუნქციონირებს, ანუ ჩვენ ვეღარ აღვიქვამთ დროს, გარემოს ან კონკრეტულ მდგომარეობებს, დაზუსტებით იციან. როგორც ჩანს, ბეტა ტალღების ჩანაცვლება ცნობიერების დაკარგვასაც იწვევს…

ახლა კი მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა საანესთეზიო პრეპარატი ჩვენს ტვინზე, რათა მათი გამოყენება მეტად უსაფრთხო გახდეს.

შესაძლოა, ალცჰაიმერსა და მობილურ ტელეფონს შორის კავშირი არსებობდეს — კვლევა

Baby Dove-ის ახალი რეკლამა პოსტსამშობიარო პრობლემებზე გვესაუბრება