12
Nov
2019

ტესლას სერვისი საქართველოში, ანუ ამბავი ავტომობილების სერვისცენტრ „ანგარზე“

12 Nov 2019

ილონ მასკი, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ადამიანის შთაგონება ხდება. სხვა პროექტების გვერდით, დიდი გავლენა აქვს „ტესლა მოტორსსაც“, რომელსაც, სხვა გეგმებთან ერთად, მსოფლიოს ელექტრომობილებით მომარაგების ამბიცია აქვს. ეს ამბიცია ახლო აღმოჩნდა ქართველებისთვისაც, თუმცა, მსგავსი მოდელის მანქანის შეძენას, ჩვენნაირ ქვეყანაში, გვერდითი პრობლემები ახლავს. მაგალითად, აქამდე, ამ ტიპის ავტომობილს საქართველოში ვერავინ შეგიკეთებდათ. სწორედ ამიტომ, სერვის ცენტრმა „ანგარი“, გადაწყვიტა დახმარებოდა ქართველ მომხმარებელს, როგორც დაუზიანებელი, თუ დაზიანებული ტესლას ნებისმიერი ქვეყნიდან ტრანსპორტირებაში, ასევე, მის დიაგნოსტირებასა და შეკეთებაში. ასე გაჩნდა ტესლას სერვისი საქართველოში, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის:

გადაწყვეტილების მიღებიდან ძალიან მოკლე დროში, თბილისში ჩამოვიყვანეთ რამდენიმე მოდელი – TESLA model S, Model X და Model 3. დავიწყეთ მათი დეტალური შესწავლა და დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს საკითხი, რომლის გადაჭრაც ჩვენ არ შეგვიძლია. ამავდროულად, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წამოწყებით ხელს ვუწყობთ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც ავტომანქანებთან მჭიდრო კავშირშია“, – გვიყვება რატი რატიანი, „ანგარის“ დამფუძნებელი.

„ანგარი“ საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მისი შექმნის წინაპირობა, რატი რატიანისთვის, სატრანსპორტო საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლობა გახდა. „ამ კომპანიაში დაგროვილი გამოცდილება საშუალებას მაძლევდა, რომ საკუთარ ბიზნესზე მეფიქრა და თბილისში, Hummer-ის მომსახურების ცენტრის დამფუძნებელ – გენო ჭანტურიძესთან ერთად გადავწყვიტეთ, შეგვექმნა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სერვისცენტრი. დაფუძნებიდან დღემდე, ჩვენი მიზანია, ავიღოთ და დავნერგოთ ყველა სიახლე, რაც ავტომობილებსა და მომსახურების სფეროს შეეხება. აქცენტს ვაკეთებთ ელექტომობილებზე და ამ საკითხში „ანგარი“, საქართველოს ბაზარზე, უკონკურენტოა“.

M: ამ ეტაპზე, გარდა ტესლას სერვისისა, რა მომსახურებებით სარგებლობა შეუძლია მომხმარებელს „ანგარში“?
დღეს საქმიან ადამიანებს დროის სერიოზული დეფიციტი აქვთ, სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა მაქსიმალური კომფორტისთვის გთავაზობთ გამოიძახოთ „ანგარიდან“ მძღოლი, რომელიც წაიყვანს თქვენს ავტომობილს დიაგნოსტირებისთვის და გაუწევს შემდეგ მომსახურებას: სათუნუქე სამუშაოები+რობოტი; სამღებრო სამუშაოები+სპეც.საშრობი; პოლირება; ცივად გასწორება; სავალი ნაწილის აღდგენა-გამოცვლა. 3D გეომეტრიული გასწორება; სამუხრუჭე დისკების გაპრიალება; ძრავის აღდგენითი სამუშაოები; ფარების გასწორება. ამასთანავე, „ანგარში“ გვაქვს ზეთების, ფილტრებისა და საავტომობილო ნაწილების მაღაზია, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების სრული დიაგნოსტიკა და სერვისი, მანქანების რეცხვა, ქიმწმენდა და კაფე სტუმრებისთვის.

M: რა არის ის, რაც ანგარს საქართველოში მოქმედი სხვა სერვისცენტრებისგან გამოარჩევს? 
„ანგარი“ თანამედროვე ტიპის სერვისცენტრია, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, მომხმარებელთა კომფორტზე, სანდოობასა და რა თქმა უნდა, ხარისხზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მომხმარებლის კმაყოფილების დონე იყოს მაღალი. გარდა ხარისხისა, გამოგვარჩევს ის, რომ ჩვენთან მომსახურება ყოველთვის დათქმულ ვადებში ბარდება.

M: რა არის მთავარი პრინციპი/ღირებულება, რომლის მიხედვითაც „ანგარის“ გუნდი მუშაობს?
ავტომანქანებთან დაკავშირებით, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვქონდა მჭიდრო კავშირი სხვადასხვა სპეციალისტთან, რაც დაგვეხმარა შეგვეკრა პროფესიონალთა ჯგუფი. „ანგარის“ თანამშრომლები გუნდურობის პრინციპით მოქმედებენ, ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს და შეთანხმებულად მუშაობენ, რათა გაწეული მომსახურება იყოს სრულყოფილი და მაღალი ხარისხის.

M: ამჟამად, სადაა თქვენი სერვისები ხელმისაწვდომი და გეგმავთ, თუ არა გეოგრაფიულ გაფართოებას? 
„ანგარი“, ამჟამად, პოლიტკოვსკაიას 18-ში მდებარეობს და სერვისცენტრის აქტიური მუშაობა და ზრდა, საშუალებას გვაძლევს ფილიალების გახსნაზეც ვიფიქროთ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და შეგვიძლია ვთქვათ, მალე „ანგარი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

M: როგორია „ანგარის“ განვითარების გეგმა? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ სერვისცენტრისგან უახლოეს მომავალში?
როგორც უკვე გითხარით, „ანგარი“ ელექტრომობილების სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს და ჩვენი სამომავლო გეგმები, სწორედ ავტომობილების ამ ხაზის განვითარებას უკავშირდება. ვმუშაობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, რათა სულ მალე „ტესლას“ მოყვარულებს გრანდიოზული სიახლე შევთავაზოთ.

[R]

განხილვა