in ,

“ანგელოზის ზარი” ჩაძინებული მძღოლების გამოსაფხიზლებლად – სოციალური კამპანია

ავტოსაგზაო შემთხვევების 20%  ჩაძინებული მძღოლების მიზეზით ხდება. გადაღლილობითა და უძილობით მოდუნებული მძღოლის გამო, ყოველწლიურად, დაახლოებით 15 000–მდე ადამიანი იღუპება. კონკრეტულად, რუსეთში მძღოლების 28%–მა აღიარა, რომ მათ არაერთხელ ჩასძინებიათ საჭესთან. ამ საკმაოდ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად, შვედურმა მანქანათმშენებელმა კომპანია Scania–მ შექმნა “ანგელოზის ზარი”.

BOG
BOG

 

 

Scania–ს სატვირთო მანქანებში ჩამონტაჟებული სპეციალური პროგრამა აფიქსირებს ტრანსპორტის მოულოდნელად არეულ მარშრუტს და მაშინვე აქტიურდება “ანგელოზის ზარი”, რომელსაც ოფისში მომუშავე ქალბატონები ახორციელებენ. ისინი მძღოლს შესვენებისკენ მოუწოდებენ და მანამ ელაპარაკებიან, სანამ საიმედო ადგილას არ გააჩერებს მანქანას.

კამპანიამ მალევე მიიქცია საერთაშორისო მედიის ყურადღება და საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

იდეა მართლაც არაჩვეულებრივი და ეფექტურია. რაც მთავარია, “ანგელოზის ზარს” რეალურად შეუძლია შეამციროს დაღლილი მძღოლების მიზეზით გამოწვეული უბედური შემთხვევების რაოდენობა.

აკეთე ის, რაც არ შეგიძლია! – Samsung-ის შთამაგონებელი კამპანია

“მე ვარ თოვლოჰოლიკი”! – რას ყვებიან ექსტრემალური სპორტის მოყვარულები